რა წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც, მათი მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო უწყებაში გაგზავნა?
სამთავრობო ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი" დილიდან ავრცელებენ, მათი თქმით, "ექსკლუზიურად მოპოვებულ წერილს", რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის სახელზე გაგზავნა.
პროსამთავრობო მედიები აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბრის განცხადებამდე 5 თვით ადრე, "თავად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად".
წერილში, რომლის ავთენტიკურობაც ჯერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას არ დაუდასტურებია, ჰერჩინსკი წერს, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებმა "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია".
პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს წერს: "საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში:
1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პარტნიორობის რეგიონში II, განხორციელებული "ევროპოლის" მიერ;
2. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ტრენინგი და ოპერატიული პარტნიორობა (TOPCOP II), განხორციელებული CAEPOL-ის მიერ;
3. EU 4 ნარკოტიკების მონიტორინგი II – EU4MD II, განხორციელებული EUDA-ს მიერ.
ეს შეთანხმება ძალაში შევიდა 2025 წლის 15 ოქტომბრიდან და გავლენას ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ უწყებებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებზე", — წერია წერილში.
ანიტა ჰიპერის გამოხმაურება:
ამის შემდეგ პროსამთავრობო პროპაგანდას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერიც გამოეხმაურა. ევროკომისიაში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ეს "ეს არის ფაქტების დამახინჯების კიდევ ერთი მცდელობა,რასაც უკვე მიჩვეულები არიან". შემდეგ განმარტა, რომ "2024 წლის 27 ივნისს ევროპის საბჭომ მიიღო დასკვნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ეს გახდა პირველი შემაშფოთებელი სიგნალი და მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ შეეცვალოს არჩეული კურსი".
"ეს არის ფაქტების დამახინჯების კიდევ ერთი მცდელობა. ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციულ პროპაგანდას. ასე რომ, მოდით, ფაქტებში გავერკვეთ.
2024 წლის 27 ივნისს ჩვენ მივიღეთ ევროპის საბჭოს დასკვნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა და ეს გახდა პირველი შემაშფოთებელი სიგნალი და მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ შეეცვალოს არჩეული კურსი და იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიის დამაზიანებელი ქმედებები შეეცვალათ, ვხედავთ მხოლოდ მათ გაძლიერებას — ძლიერდება ოპოზიციაზე ზეწოლა, ჟურნალისტებს სვამენ ციხეში, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან თავდასხმის ქვეშ. 2024 წლის ივლისის დასკვნის გარდა, დასკვნები იყო 2024 წლის ოქტომბერში, დეკემბერში და ახლა გაფართოების ანგარიში. ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა", — განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
რა წერია 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნაში?
2024 წლის 27 ივნისით დათარიღებულ დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო, ან გეგმავს.
"ევროპულის საბჭოს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს" (The European Council calls on Georgia’s authorities to clarify their intentions by reversing the current course of action which jeopardises Georgia’s EU path, de facto leading to a halt of the accession process), — წერია დასკვნაში.
სრულად 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნა:
1. ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებით უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს.
2. ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
3. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.
4. ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები