"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე" — დავით მათიკაშვილი EU-ს ანგარიშზე
ოცნების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ანგარიშით ცდილობს ქართველ ხალხს "ხელი ააღებინოს" ევროპულ გზაზე. მათიკაშვილის განცხადებით, ანგარიში მრავალ სიცრუეს შეიცავდა და "პირდაპირ ტყუილებია ჩაწერილი".
"სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა გუშინ საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან. რთულია სხვა შეფასება მისცე, თუ არა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა, რომელიც ვერ დამალა ევროკომისიამ და ევროკავშირმა. თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში.
პირდაპირ ტყუილი არის ჩაწერილი ანგარიშში, თურმე, როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს და როგორ მოქმედებდა ის საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში და ყალბი ანგარიშით მცდელობა, ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა.
ამავდროულად, ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ პირდაპირ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად არის უამრავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და ხშირ შემთხვევაში არის ევროკავშირის არა თუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე მდგომი. ამ ყველაფერს ასე გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ. არც აძლევენ თავის თავს იმის შესაბამის ნიადაგს, რომ საფუძვლიანად ისაუბრონ პროგრესზე," — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება საქართველოს აქვს. როგორც ევროკომისიის ანგარიშს წარდგენისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, "შეფასება დიდწილად პოზიტიურია ალბანეთის, მონტენეგროს, მოლდოვისა და უკრაინისთვის. პერსპექტივა არაერთგვაროვანია: სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და თურქეთისთვის და უარყოფითია — საქართველოსთვის".
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები