ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები — თეგეტა გრინ პლანეტი ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
ფოტო: თეგეტა
გარემოსდაცვითი ინიციატივები თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ იდეა, ის უკვე რეალური პროცესია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და გარემოზე ზრუნვას ეკონომიკურ სარგებელთან აკავშირებს.
ამ გლობალური ტრანსფორმაციის ფონზე თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (PRO) თეგეტა გრინ პლანეტი ლისაბონში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენცია — RAR2025-ზე წარდგა, სადაც ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული რეზინის ასფალტში შერევის საკითხს. ამის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა მწარმოებლებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს. აგრეთვე, წარადგინეს. როგორც მათ მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები, ისე უახლესი კვლევები რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებისა და მისი უპირატესობების შესახებ.
ღონისძიებაზე თეგეტა გრინ პლანეტის აღმასრულებელმა დირექტორმა გამართა პრეზენტაცია თემაზე: Circular Industry in Motion. შალვა ახვლედიანის გამოსვლამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო — სტატიები გამოქვეყნდა გამოცემებში The CEO Weekly და The Hudson Weekly.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის აღმასრულებელი დირექტორი: “თეგეტა გრინ პლანეტის“ მონაწილეობა RAR2025-ზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც ქვეყნის, ისე კომპანიის განვითარებისთვის. ეს ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში საბურავების ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით. კერძოდ, რეციკლირებული რეზინის ასფალტში შერევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის ხარისხსა და თვისებებს. ასევე, თითქმის აორმაგებს მის გამძლეობას.
ამასთანავე, ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რადგან RAR2025 ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პრაქტიკული მიღწევები ნარჩენების მართვაში, ინოვაციური მიდგომები და პროცესები, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობამ შექმნას მდგრადი, ეფექტური და ფუნქციონალური ეკონომიკური მოდელი“.
გამოყენებული საბურავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა. მათი უკონტროლო დაგროვება ან უკანონო დაწვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოსისტემას. თუმცა, თეგეტა გრინ პლანეტის, Wasteless-ისა და სხვა მწარმოებლის გაფართოებული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოში ეს პრობლემა შესაძლებლობად იქცა და ახალი ეკონომიკური მიმართულება შეიქმნა ისტორიული პროექტის — საქართველოს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის საბურავების გადამამუშავებელი ქარხნის სახით, რომელიც 2026 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.
გადამამუშავებელი ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და წელიწადში ათასობით ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. მიღებული მასალები კი — ფოლადი, ტექსტილი და რეზინის გრანულატი გამოყენებული იქნება გზების მშენებლობაში, სპორტულ მოედნებსა და ინდუსტრიულ წარმოებაში.
ფოტო: თეგეტა
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბურავის ისტორიას ახალი დასასრული ჰქონდეს. იქ, სადაც ადრე ნარჩენი იყო, ახლა შესაძლებლობა ჩნდება. ყოველი საბურავი, რომელსაც ვამუშავებთ, ნიშნავს დაბინძურების თავიდან აცილებას და, ამავე დროს, ახალი ღირებულების შექმნას. ლისაბონში დამსწრე აუდიტორიისთვის აღნიშნული ინიციატივა იქცა მაგალითად, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ერთად შექმნან ცირკულარული ეკონომიკის ფუნქციონალური მოდელი“, — აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კომპანია დღეს მდგრადი განვითარების ბიზნესმოდელია, რომელიც ინოვაციას, ტექნოლოგიასა და პასუხისმგებლობიან მიდგომებს აერთიანებს.
კონფერენციაზე თეგეტა გრინ პლანეტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველო არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მდგრადი განვითარების მოდელს. კომპანიის ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები კი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს და ახალი შესაძლებლობები შექმნას.
თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვის ხელშეწყობისა და საავტომობილო ინდუსტრიაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიზნით შეიქმნა. კომპანია სპეციფიკური ნარჩენების — საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. 2023 წლიდან დღემდე თეგეტა გრინ პლანეტის ჩართულობით 4 000 ტონაზე მეტი ნარჩენი აკუმულატორი, 2 000 ტონამდე ნარჩენი ზეთი და 10 000 ტონაზე მეტი საბურავი შეგროვდა და ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად გადამუშავდა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები