ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ — გიორგი შარაშიძე რევაზ სოხაძეს
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ," — ასე მიმართა პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ოცნების ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა."
შარაშიძის განმარტებით, პრობლემები, რაზეც ოცნების მინისტრმა ისაუბრა "სხვა არაფერია, თუ არა კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა."
"უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარეთ და დაადასტურეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ. ის პრობლემები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ — ხარისხი, ვადები, მონიტორინგი, არამიზნობრივი ხარჯვები, დამეთანხმებით, სხვა არაფერია თუ არა სწორედ კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეფასება სცილდება ინტერპელაციის ფორმატს და ამიტომ, იმ ყველაფერზე, რაც თქვენ ისაუბრეთ (სახელი ბოლომდე არ დაარქვით, მაგრამ ფაქტები აღწერეთ), ჩვენ ამ ნაწილში თქვენს სამინისტროსთან მიმართებით, ოცნების, როგორც მმართველი ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, მოგვიანებით შესაბამის ფორმატებში დავუბრუნდებით", — თქვა შარაშიძემ.
საპასუხოდ, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ბევრი რამ კეთდება და "დღეს თუ ვინმეს შეუძლია კორუფციაზე თავაწეულმა ისაუბროს, ეს არის საქართველოს პრემიერმინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება".
"ეს თქვენი შეფასებაა. მე ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სამინისტროში არსებობს. ჩვენი ხელისუფლების სიძლიერე სწორედ ის არის, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ იმ პრობლემებზე საუბარს, რაც არის. ჩვენ, ყველანი ერთად, იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას და ამაზე ჩვენთვის არავის მითითება არ მოუცია. ჩვენ ჩვენით გავაჟღერეთ ის პრობლემები, რაც არსებობს. დღეს პრემიერმინისტრთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად, კორუფციული რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. იმისთვის, რომ ეს თემა ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს რაიმე ფორმით აქტუალური. დღეს თუ ვინმეს შეუძლია კორუფციაზე თავაწეულმა ისაუბროს, ეს არის საქართველოს პრემიერმინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წელში გამართულები ვართ. მე, ბუნებრივია, მათ შორის, ჩემს სამინისტროსთან დაკავშირებით ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვისაუბრო პრობლემებზე. ესა თუ ის ქმედება არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა, გულგრილობა თუ რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი, ამაზე კვალიფიკაციას ახდენენ შესაბამისი სტრუქტურები. ამ მიმართულებითაც მგონია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ბევრი რამ კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ბოდიშის მოხდით, მაგრამ ეს თუ რაიმე ფორმით ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ვერც ჩვენს თავზე და ვერც ჩემს თავზე ვერ მივიღებთ", — თქვა სოხაძემ.
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
კომენტარები