არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ "ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცილისწამებაა".
"ესეც სიცრუეა, მე არ ვარ საპატრიარქოში დაბარებული, მე ვარ დაბარებული საეპარქიო კომისიაზე, ეს კომისია სად გაიმართება, საპატრიარქოში თუ სამების ლავრაში, მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, მე არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა. თუმცა არ არის მისგან გასაკვირი.
ასევე დეკანოზი ანდრია ამბობს, მე კი არ ვიბარებ, არამედ კომისია იბარებსო. ვინ არის ეს კომისია, ვინმე პიროვნებაა? რატომ არ ამბობთ პირდაპირ მეუფე შიო რომ მიბარებს?
ასევე, არაფერი პირადული, მხოლოდ კომისიას აქვსო კითხვები, ვინაა ეს კომისია იქნებ გამაცნოთ", — წერს ყურაშვილი.
მანამდე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის "პრობლემა გულისხმობს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს, რომელთაც მან კომისიაზე უნდა უპასუხოს".
"უკანასკნელ პერიოდში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მისდამი ეპარქიული კომისიის მიერ დასმული საკითხების კონტექსტში ხშირად ახსენებს ჩემს სახელს.
იგი გამუდმებით იმეორებს, რომ მე ვიბარებ მას კომისიაზე, მსურს მისი დასჯა და ა.შ. თითქოს პირადად მე მაქვს მასთან რაიმე პრობლემა და არა კომისიას. ასეთი რიტორიკით კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იგი საკმარისად განსწავლულია იმისათვის, რომ იცოდეს: მე არავის დასჯის უფლება არ მაქვს! სხვათა შორის, არც სურვილი მაქვს, ვიყო მსგავსი საქმით დაკავებული.
ვფიქრობ, ეს ერთგვარი შეგნებული მცდელობაა პრობლემის დამცრობისა, პერსონალიზებისა და ვიწრო ჭრილში გადაყვანისა. მისი პრობლემა კი გულისხმობს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს, რომელთაც მან კომისიაზე უნდა უპასუხოს; რა შუაში ვარ აქ მე? ის ამბობს, რომ ჩვენს ეკლესიას დღესაც რუსეთი მართავს; ეთანხმება აზრს, რომ ეგზარქოსები არიან მმართველები; ირწმუნება, რომ ეკლესიას 4 ოქტომბერს სისხლის დაღვრა სურდა. ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებზეც სთხოვს მას პასუხის გაცემას კომისია. ამიტომ არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის თავდადების გამო ებრძვის ვინმე და ესაა მიზეზი მისი კომისიაზე დაბარებისა.
ზედმეტად პრიმიტიული ხრიკია, ასეთი მძიმე ბრალდებები არსებობდეს კომისიის მხრიდან და აცხადებდე, პატრიოტიზმისთვის ცდილობს ჩემს დევნას ერთი ადამიანიო.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ინტერვიუში მას მოვუწოდე, ნუ ძალადობს და მორალური სიმაღლიდან ნუ გვასწავლის ჭკუას, ამას თავად მამა დოროთეს მრავალი გამონათქვამი მოწმობს. იგი თავად ყოფს საზოგადოებას ბნელ და ნათელ მხარეს მდგომებად, მოაზროვნეებად და არამოაზროვნეებად; ცდილობს, მორალურად დამცრობილად წარმოაჩინოს ის სასულიერო პირები და იერარქები, ვინც მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს და ვინც არ ფიქრობს მასავით.
სხვათა შორის, შევახსენებ მამა დოროთეს, რომ პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და გამარჯვებაც მიულოცა პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ამიტომ ამ მხრივაც უხერხულია საზოგადოების მისეული დაყოფა ნათელსა და ბნელში მყოფებად. პირადი პოლიტიკური შეხედელებები, რა თქმა უნდა, მამა დოროთესაც შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ კორექტულადაა საჭირო საკუთარი აზრის გამოთქმა, კულტურული ადამიანი ამას უნდა ახერხებდეს.
პირველ შეხვედრაზე სწორედ ეს აღვნიშნე და ვუთხარი არქიმანდრიტ დოროთეს, რომ თავისი აზრი და შეფასებები კორექტულად, სხვისი მორალურად დამუნათების მცდელობის გარეშე გამოეთქვა.
ამ საუბრის ფრაგმენტების გასაჯაროებისასაც არაფერი მიანიშნებდა, რომ მამა დოროთე პოლიტიკური ცენზურისთვის დაიბარეს საპატრიარქოში. თუმცა მას შემდეგ იგი მაინც ამტკიცებს: არ უთქვამთ ეს, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. თუ არ უთქვამთ, რატომ ამტკიცებს საპირისპიროს და რატომ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, გაუგებარია.
ადრე თუ გვიან საზოგადოება ალბათ სრულ ჩანაწერსაც გაეცნობა და აღარავის დარჩება სპეკულაციის საფუძველი. მე კი მამა დოროთეს მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ და ვადასტურებ, რომ არანაირი პირადული ინტერესი მის მიმართ არ გამაჩნია", — დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, სადაც წერია, რომ "ტელევიზიების მონაწილეობით ეპარქიული კომისიის ხდომა ვერ და არ გაიმართება".
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინება 25 ოქტომბრითაა დათარიღებული.
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: რუსთაველის პროსპექტი არის საოცრება, გამოდით, იქ საოცარი ხალხი დგას
- საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება მისცა
- დოროთე ყურაშვილი: გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას
- დოროთე ყურაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო.
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: "ოცნება" მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები