დოროთე ყურაშვილი

დოროთე ყურაშვილი

4 Oct. 2025, 18:55

მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა და აგიხსნათ ჩვენმა წინაპრებმა როგორ შექმნეს ასეთი დროშა 5-ჯვრიანი დროშა. ქართული დროშა არის ქრისტეს 5 ჭრილობის აღმნიშვნელი. ჯვარი არის ჭრილობა. ჯვარი არის ტანჯვის იარაღი და 5 ჭრილობა ჰქონდა 4 პატარა, რომლითაც განგმირეს ქრისტე. ჩვენმა წინაპრებმა ეს 5-ჯვრიანი დროშა იმიტომაც შექმნეს, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევდა ქრისტეს ჭრილობების ტვირთვა. ჩვენს ერს, როგორც პავლე მოციქული ამბობს შეგვიძლია ვთქვათ… ჩვენ დღეს ვართ ამ დროშით და ამ დროშის იმედად, ქრისტეს იმედად. გვინდა ჩვენი საქართველო გავათავისუფლოთ იმ ჭრილობისგან, რომელიც მიაყენა მტერმა…

დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა კი გვაქვს შენარჩუნებული ფორმალურად, მაგრამ ჩვენ უკვე დამოუკიდებლად არ ვართ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ადამიანები არ გვმართავენ, არ მართავენ საქართველოს. ამიტომ საქართველო ეკუთვნის ხალხს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ყველა სამართალდამცველი ვალდებულია, ძალაუფლების წყაროს დაემორჩილოს და არ დაუპირისპირდეს, არამედ მათი ნება შეასრულოს და არა ერთი ადამიანის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი ისე, როგორც ეს გაუკეთებიათ. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო საქართველოში. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა გამარჯვების და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ნათელ მხარეზე ვდგავართ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა

დღეს ნაწილაკების ამაჩქარებლებზე საუბრისას ალბათ პირველ რიგში უზარმაზარი სამეცნიერო კომპლექსები გვახსენდება. მაგალითად,…