ქრისტეს ვნებანი 2-ის გადაღებები დაიწყო — ნახეთ ახალი ქასთი
ფოტო: Ilkka Saastamoinen; Getty Images
მელ გიბსონის გახმაურებული ბლოკბასტერი ქრისტეს ვნებანი გამოსვლიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ გრძელდება. გაგრძელება, სახელწოდებით ქრისტეს აღდგომა, ორ ნაწილად გამოვა და მას მაყურებელი 2027 წელს იხილავს. გადაღებები იტალიაში, ჩინეჩიტას კინოსტუდიაში, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ახლახან გახდა ასევე ცნობილი, რომ ქრისტეს აღდგომაში ახალ მსახიობებს ვიხილავთ — ჩანაცვლდა ყველა მთავარი გმირის შემსრულებელი.
ფილმში იესო ქრისტეს ფინელი მსახიობი იააკო ოტონენი განასახიერებს. ოტონენს მაყურებლების უმრავლესობა ნეტფლიქსის სერიალიდან The Last Kingdom იცნობს. მან ასევე ითამაშა ვიკინგების სპინ-ოფში Vikings: Valhalla.
იააკო ოტონენი
ფოტო: Yellow Film & TV
მარიამ ღვთისმშობელს, რომლის როლიც ქრისტეს ვნებანში რუმინელმა მაია მორგენშტერნმა შეასრულა, გიბსონის ახალ ფილმში პოლონელი მსახიობი კასია სმუტნიაკი ასრულებს, მარიამ მაგდალელს (ქრისტეს ვნებანში მონიკა ბელუჩი) კი — კუბელი მარიელა გარიგა.
კასია სმუტნიაკი
ფოტო: Dimitrios Kambouris / WireImage
მარიელა გარიგა
ფოტო: IMDb
რაც შეეხება სხვა მსახიობებს, პეტრეს იტალიელი პიერ ლუიჯი პაზინო განასახიერებს, პონტიუს პილატეს კი — ასევე იტალიელი რიკარდო სკამარჩო.
პიერ ლუიჯი პაზინო
ფოტო: CastForward
რიკარდო სკამარჩო
ფოტო: IPA
თავდაპირველად, გიბსონს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ქრისტეს აღდგომაში მისი წინამორბედის მსახიობები დაებრუნებინა. რადგან ფილმის გამოსვლიდან 20 წელზე მეტია გასული, რეჟისორი მსახიობების "გასაახალგაზრდავებლად" სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებასაც განიხილავდა. თუმცა, როგორც ახლა შემოქმედებით გუნდთან დაახლოებული წყარო ამბობს, ეს საშუალება მეტისმეტად ძვირადღირებულად ჩაითვალა და ახალი მსახიობების აყვანა გადაწყდა.
ჩინეჩიტას კინოსტუდია, რომელიც ევროპაში უდიდესია, ფილმის წინამორბედის მსგავსად, გადაღებების მთავარი ლოკაცია იქნება. თუმცა, ამასთან, გადაღებები დაგეგმილია სამხრეთ იტალიის ანტიკურ ქალაქებში, მათ შორის, მატერაში, ჯინოზაში, გრავინა-ლატერცასა და ალტამურაში.
რაც შეეხება შინაარსს: ქრისტეს აღდგომაში თხრობა კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს მიჰყვება, ამბავი კი, გიბსონის თქმით, "ანგელოზების დაცემიდან ქრისტეს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე" იქნება მოთხრობილი. რეჟისორი ამატებს, რომ თავისი ჩანაფიქრი "საკმაოდ ამბიციურია" და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არაა, რომ მისი შესრულება გამოუვა.
ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული ქრისტეს ვნებანი, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი კინოპროექტი; $30-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმის შემოსავალმა $612 მილიონს გადააჭარბა.
ჯიმ ქევიზელი და მელ გიბსონი ქრისტეს ვნებანის გადასაღებ მოედანზე
ფოტო: AP / Icon Productions / File
ქრისტეს ვნებანისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში დიალოგები მხოლოდ არამეულ, ებრაულ და ლათინურ ენებზეა, რეჟისორი კი ფილმის სხვა ენებზე გახმოვანების წინააღმდეგი იყო.
უჩვეულო კომერციული წარმატებისა და ოსკარის სამ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ფილმმა მაყურებელი ორად გახლიჩა. მსახიობების შესრულებამ და რეჟისორის ნამუშევარმა მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ნაწილმა ფილმი ძალადობის დაუფარავი სცენებისთვის გააკრიტიკა; ზოგმაც, შინაარსის გამო, მელ გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
ქრისტეს აღდგომა, როგორც უკვე ვთქვით, ორ ნაწილად გამოვა. ფილმის პირველ ნაწილს მაყურებელი კათოლიკურ წითელ პარასკევს, 26 მარტს, იხილავს, მეორე ნაწილის პრემიერა კი ზუსტად 40 დღის შემდეგ, ამაღლების დღესასწაულზე, 6 მაისს შედგება.
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
კომენტარები