ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

7 Oct. 2025, 14:25

"არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არ ვაპირებ ახლა გავექცე, მაგრამ წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი მედავებიან სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობას, თუ ვინმემ დაიმხო კონსტიტუცია თავზე, ის არის ბიძინა ივანიშვილი. უფრო მეტიც შარშან ნოემბერში განგვიცხადეს, რომ არ მიდიოდნენ ევროპისკენ და ეს იყო კონსტიტუციური დამხობა და ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს...

თუ ვინმეს ჰყავს ამ ქვეყანაში ძალადობრივი და ორგანიზებული ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი... ჩვენ გვინახავს პოლიტიკური პარტიების ოფისების დარბევა, ლევან ხაბეიშვილი იყო არასრულწლოვანთან ერთად, ხელკეტებით შეიარაღებული 100-მდე პირი მივიდა, დაარბიეს და არც ერთი პასუხისგებაში მიცემული არაა.

ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობა და არც ერთი პირი დასჯილი არაა, ასე გრძელდებოდა სტუდენტებზე აქტივისტებზე, არ არის არავინ დასჯილი, რატომ? იმიტომ, რომ ამ ჯგუფებს აფინანსეს, ახალისებს ბიძინა ივანიშვილი.

მესამე, სტრატეგიული შენობების დაკავება ჰო? ეს სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის და ყველა სტრატეგიული შენობა ხალხს ეკუთვნის... სტრატეგიული შენობების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს [მაგალითად მოჰყავს, სიღარიბის მაჩვენებელი, პენსია და სოციალური პრობლემები, რომელსაც "ქართული ოცნება" ვერ აგვარებს]

თუ იქნება პატიმრობა, მე ამას სიმშვიდით მივიღებ, რადგან რეჟიმს უკვე ჰყავს ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე სიმპათიურიც... პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, მაგარი გოგო-ბიჭები.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ ნებდებიან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისთვის ღირსეული ევროპული მომავლისთვის, გამარჯვება მალე იქნება და ეს იქნება სახალხო გამარჯვება. ამ ქვეყანას აქვს ყველაფერი, მაგარი ხალხი, ზღვა მთა, ჩვენ ყველას შეგვიძლია და უნდა ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში... უკეთესი განათლება უნდა იყოს, უკეთესი პენსია, უკეთესი ინფრასტრუქტურა. ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება... ეს ქვეყანა იქნება ერთიანი ძლიერი, ევროპული საქართველო".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?

Manifest-ს — სერიალს თვითმფრინავზე, რომელიც საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა და ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ…