ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ ხმა თბილისის მე-3 საარჩევნო უბანში მისცეს. ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ "უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განუხრელად თავისუფალი არჩევნები" და დღესაც ერთ-ერთი "საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია".
"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში.
13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს…
ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით. ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე, როგორც წესი, რეაქციას არ აკეთებს. აი, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა…" — თქვა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის 2 კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებში შესვლა ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს და სასურველ ციფრებს ოცნება მაინც დაიწერს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველზე აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ოცნების ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ".
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
კომენტარები