ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) 2 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც რეზოლუცია —"დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 69 დელეგატმა, 7 იყო წინააღმდეგი, ორმა თავი შეიკავა.
რეზოლუცია საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩიმ (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგინეს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი რეკომენდაციები და შეშფოთებები სისტემურად უარყო და ამით საქართველოში დემოკრატიის არსებობა ეჭვქვეშ დადგა.
ასამბლეა გმობს "საქართველოს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" და საქართველოს დაძაბულ საერთაშორისო ურთიერთობებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების საკითხი და აღნიშნულია, რომ მისი მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებამ არც ამ კონტექსტში გაითვალისწინა.
ასამბლეა საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმდინარე "დაუსრულებელ რეპრესიებსაც" გმობს და აღნიშნავს, რომ "ეს რეპრესიები კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, არღვევს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებს და აჩქარებს დემოკრატიის უკუსვლას."
რეზოლუციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის "პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან" დაკავშირებითაც და ხაზგასმულია, რომ მას და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს "პოლიტიკურად მოტივირებული" ბრალდებები" აქვთ.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებაც, რომ მათი მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრაციების დროს "პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ისევე როგორც მრავალი დადასტურებული ანგარიშის საფუძველზე — დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების დროს" ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა.
ასამბლეა ასევე საუბრობს ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებული კანონების შესახებ, რომლების ეფექტმაც, მათი თქმით, გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საფუძვლები საქართველოში.
ასამბლეა ასევე გამოეხმაურა 'სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ განხორციელებულ დაშინებისა და შურისძიების" ფაქტებს, რაც მათი თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას ძირს უთხრის.
ასამბლეა ასევე შეშფოთებულია წულუკიანის საგამოძიებო კომისიითაც და აღნიშნავს, რომ "კოლექტიური ენმ"-ს გაუქმება, ანუ ფაქტობრივად, მთელი დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
რეზოლუციის ბოლოს, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის დაშლის პროცესი." ასამბლეა ასევე კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის მზადყოფნასაც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარიმართოს, " როცა ხელისუფლება აღიარებს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს."
რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
რეზოლუციის ტექსტის მესამე პუნქტს დაემატა ნაწილი, სადაც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ასამბლეის ყოფილ ქართველი დელეგატებთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლო სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს "მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოვლენების მსგავსი განვითარება."
რეზოლუციას, მე-8 პუნქტის ბოლოს დაემატა რამდენიმე წინადადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაკითხვასთან დაკავშირებით და მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი " საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ და განზრახ დემონტაჟს" ასახავს.
"გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია ცნობებით, რომ გამოძიების ფარგლებში იკითხებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის — მათი დაფინანსების წყაროებისა და ნიღბებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვის საკითხებზე. ყველა ეს ღონისძიება ასახავს საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ და განზრახ დემონტაჟს", — წერია რეზოლუციაში.
საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ედიტ ესტრელამ განაცხადა, რომ "ეს რეზოლუცია პასუხობს კრიზისს, რომლის იგნორირებაც უკვე შეუძლებელია. საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია".
PACE- ში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერმინისტრი. მან კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის შემდეგ, განაცხადა, რომ "ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი".
"იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია, რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი, თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები