პენიტენციური სამსახური უარყოფს ზვიად რატიანის განცხადებას პაემნების არ ჩანიშვნაზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზვიად რატიანის განცხადებას ეხმაურება. რატიანის განცხადებით, მესამე კვირაა, არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს კალამს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი "საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნა".
პენიტენციური სამსახური უარყოფს აღნიშნულს ფაქტს. მათი განმარტებით, ბრალდებულს ერთი თვის განმავლობაში ოთხი ხანმოკლე და ერთი ხანგრძლივი პაემნის უფლება ეძლევა, ხოლო სამსახურის განცხადებით, რატიანმა სექტემბერში სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლა, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით სატელეფონო საუბარში გადაცვალა.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი 2025 წლის 3 ოქტომბერს აქვს ჩანიშნული. სპეციალური პენიტენციური სამსახური "ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ისე ნებისმიერ პირს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას – თითქოს მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება. ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას.
პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი და პატიმრობაში (ბრალდებულის სტატუსით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი რომლის, ვადაც არ აღემატება 9 თვეს) ყოფნის განმავლობაში — ერთი ხანგრძლივი პაემანი.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა.
2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემანი მისი განცხადების საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ ჰქონდა სასამართლო პროცესი, გადატანილ იქნა 2025 წლის 13 ოქტომბერს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზვიად რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი ჩანიშნული აქვს 2025 წლის 3 ოქტომბერს.
ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს 2025 წლის სექტემბერში ბრალდებულ ზვიად რატიანთან შეხვედრაზე მყოფი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ისე ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
დამატებით ვაქვეყნებთ, ბრალდებულ ზვიად რატინის 2025 წლის 29 სექტემბრის განცხადებას, 2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემნის 2025 წლის 13 ოქტომბერს გადატანასთან დაკავშირებით," — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, პოეტი ზვიად რატიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 23 ივნის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გიორგი გელაშვილის თქმით, ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები