TI: ივანიშვილის პირადი შურისძიება ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით გრძელდება
ფოტო: The Guardian
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ეხმაურება. TI წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლმსაჯულების სისტემაზე უკანონო გავლენას ბოროტად, პირადი მიზნებისთვის იყენებს, რათა ბაჩიაშვილზე შური იძიოს.
"ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს პირადი მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემაზე საკუთარი უკანონო გავლენის ბოროტად გამოყენებას, რათა შური იძიოს ფინანსურ საკითხებში თავის ყოფილ მრჩეველზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც, ივანიშვილის სახსრების ვითომდაც მითვისების და ფულის გათეთრების გამო, ციხეში 11 წლიან სასჯელს იხდის.
2025 წლის 29 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მან დაიწყო გიორგი ბაჩიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაშიც მას ვითომდაც მისი მშობლები დაეხმარნენ", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
TI აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ემსახურება და ივანიშვილის მიზანი ბაჩიაშვილისგან 8253 ბიტკოინის ღირებულების თანხის მიღებაა.
"აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის განხორციელების მიზანს ემსახურება. ივანიშვილის ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მოიპოვოს ბაჩიაშვილისგან 8253 ბიტკოინის ღირებულების თანხა, რომლებიც, ივანიშვილის და ახლა უკვე სასამართლოს მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მიითვისა.
ამ მიზანს ბრალდების უსაფუძვლობაც ადასტურებს. ბაჩიაშვილის და მისი მშობლების ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებას იმ ფაქტზე აფუძნებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს ბინა და 2 მანქანა უყიდა. გარდა იმისა, რომ შვილისგან საჩუქრის მიღება შეუძლებელია ე.წ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებად იქნეს მიჩნეული, როგორც უწინ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც აღვნიშნეთ, თვით ბაჩიაშვილის მიერ ამ ნივთების შეძენა/ჩუქებაც არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად, თუ ადგილი ჰქონდა მხოლოდ თუნდაც ე.წ. უკანონო შემოსავლის გამოყენებას და არა მისი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის და ა.შ. დამალვას ან შენიღბვას", — წერია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ "ბაჩიაშვილის მშობლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სერიის გაგრძელებაა."
"როგორც ადრეც ვიუწყებოდით, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა მთელი თავისი უკანონო ზეგავლენა სამართალდამცავ და მართლსამსაჯულების სისტემებზე, რათა მის ყოფილ უახლოეს მრჩეველს ფინანსურ საკითხებში მსჯავრი დასდებოდა ისეთი ვითომდაც ქმედებისათვის, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, სამოქალაქო დავის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილის დასჯის მიზნით ივანიშვილმა საქართველოდან გაქცეული ბაჩიაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებს, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით, უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან გაატაცებინა და საქართველოში ყოველგვარი კანონიერი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გვერდის ავლით ჩამოაყვანინა. ხოლო, გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც გამოჩნდა, რომ ბაჩიაშვილი არ აპირებდა ივანიშვილისგან ვითომდაც მითვისებული თანხის ივანიშვილისთვის გადაცემას, იგი საკანში სასტიკად სცემეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს ეჭვი, რომ ბაჩიაშვილთან ანგარიშსწორება სწორედ ივანიშვილის მითითებით მოხდა.
ბაჩიაშვილის მშობლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ივანიშვილის დავალებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სერიის გაგრძელებაა. სახელმწიფოს შურისძიება მშობლების მიმართ მათი შვილის მიერ ვითომდაც ჩადენილი უკანონო აქტის გამო ისეთი მოვლენაა, რასაც რუსეთის, ირანის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, აგრეთვე 1920-1930-იანი წლების ბოლშევიკური რეჟიმის პრაქტიკაში თუ შეხვდებოდით", — წერია TI-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საზღვრის უკანონო კვეთაში, ხოლო მისი მძღოლი შოთა ქარუმიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.
ასევე, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ მიმართ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
- გიორგი ბაჩიაშვილსა და მის მძღოლს, რომელმაც ის სომხეთში გადაიყვანა, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- გიორგი ბაჩიაშვილი: ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც
- "ქართული ოცნება" არავის დევნის და ამას ხალხი ხედავს — პაატა სალიან ბაჩიაშვილის მშობლებზე დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე
- პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- ფინანსური დანაშაულის ჩამდენმა პირებმა 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსონ — "ოცნება" კორუფციის წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს
- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ Guardian-ისა და New York Times-ის ჟურნალისტები ბაჩიაშვილმა ან მისმა ოჯახმა დაიქირავა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები