ევროსაბჭოს დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა
ევროსაბჭოს დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენი ვიზიტით ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში, კონგრესის სამდივნოს თანხლებით, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფიორინგერი და კონგრესის თემატური მომხსენებლელი ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების მონიტორინგის საკითხებში, სტიუარტ დიქსონი ჩამოვლენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური სიტუაციის გავლენის შეფასება ადგილობრივ ხელისუფლებებზე, განსაკუთრებით კი მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლებიც საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
"ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია, რომელიც შედგება ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტის, ბერნდ ფიორინგერის (გერმანია, EPP/CCE), კონგრესის თემატური მომხსენებლის ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების მონიტორინგის საკითხებში, სტიუარტ დიქსონის (გაერთიანებული სამეფო, ILDG) მონაწილეობით კონგრესის სამდივნოს თანმხლებით, საქართველოში ფაქტების დასადგენი ვიზიტით ჩამოვა," — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დელეგაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდება. ასევე შეხვედრა გაიმართება კონგრესში საქართველოს ეროვნულ დელეგაციასთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.
"დელეგაცია შეხვდება საქართველოს ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან", — წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არც პოლიტიკური მხარდაჭერის და არც შეხვედრილ მხარეთა ლეგიტიმურობის დასტურია.
"არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად არც დელეგაციის მიერ შეხვედრილ მხარეთა ლეგიტიმურობისთვის და არც მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ", — წერია განცხადებაში
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები