თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა
ფოტო: თიბისი
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა დღიური არაკუმულაციური რთული TIBR + 3.75%-ით, ხოლო ვადა 5 წლით. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
ემისიას სოციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა — ემისიაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა და საპენსიო ფონდმა, ისე საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB).
“თიბისი კაპიტალსა და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” შორის პირველი თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად შევძელით საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში უმსხვილესი ლარში დენომინირებული ადგილობრივი ემისიის განხორციელება. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების მიმართ ქვეყანაში ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაშიც თიბისი კაპიტალიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ინვესტორებისთვისაა საინტერესო, არამედ ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ ამ მასშტაბის სოციალური ობლიგაციების ემისია შექმნის ახალ სტანდარტს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე და გახსნის გზას მსგავსი ტრანზაქციებისთვის მომავალში”, — ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” ერთად, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა. ეს ტრანზაქცია აჩვენებს, თუ რამდენად მზარდია ინვესტორების დაინტერესება სოციალური და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინვესტორთა მაღალი ინტერესი კომპანიის სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობის ნათელი დადასტურებაა. გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის გრძელვადიან ეფექტს, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. გვჯერა, რომ მომავალშიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, — ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კაპიტალის ბაზრისთვის. პირველად განხორციელდა ასეთი მასშტაბის ლარის ობლიგაციების ემისია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს: გალტ & თაგარტს, თიბისი კაპიტალს, საპენსიო ფონდს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბანკებს. აღსანიშნავია ინვესტორთა მაღალი ინტერესი, რაც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას. მოზიდული რესურსი მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებასა და არსებული სესხების რეფინანსირებაზე, რის გამოც ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი მომავალშიც შექმნის ახალ სტანდარტს და განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობას.“ — ირაკლი გოგია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში და მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს: 50 საზოგადოებრივ ჰოსპიტალსა და პოლიკლინიკას, უმსხვილეს ლაბორატორიას სამხრეთ კავკასიაში და 4 ათასამდე ექიმს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები