შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

22 Sep. 2025, 12:29

"მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტატისტიკა, ვინ სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და როგორ კონტექსტში, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტურად არანაირი დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ეს არის მშვიდობა და ეს არის, მათ შორის არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდოდა ზოგიერთებს.

ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოვხვდით ომში, იმიტომ გადაგვხდა ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, რადგან ასეთი ხალხი არის ოპოზიციაში და "ენჯეოებში", რომლებსაც ბომბების წვიმა ურჩევნია სირცხვილისგან დაწვას. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ჩემი გამოსვლის ტექსტი არაა. მისი გზავნილები იქნება მისი გზავნილები."

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, დაუთმობს თუ არა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ ყაველაშვილი რუსეთზე საუბარს. მანამდე პაპუაშვილმა თქვა, რომ გაეროში "ჩვენი ქვეყნის მთავარი სათქმელი არის მშვიდობის პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპის აღიარება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…