"ჩაატარებენ არჩევნებს, მოგვისჯიან სასჯელს და როცა გაინაღდებენ სკამებს, უფრო მეტ რეპრესიებს დაიწყებენ" — მაღაროელ მერაბ სარალიძის წერილი ციხიდან
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ჭიათურელი მაღაროელების ჯგუფი "მაღაროელი" მერაბ სარალიძის აუდიო მიმართვას ავრცელებს. მერაბ სარალიძე იმ 4 დაკავებულ მაღაროელს შორისაა, რომელსაც 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრალდებულებს სწორედ თენგიზ კობერიძეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან.
ბრალდებულებიდან ორს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ორს — 6-დან 9 წლამდე.
"5 თვის განმავლობაში ჩვენ ციხეში ვსხედვართ და აქ ჩუმად ვართ, გააჩინეს მოლოდინი დაჭერისთანავე, რომ თითქოს ცდილობდნენ და სურვილი იყო, რომ ჩვენ გამოვეშვით.
ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ჩუმად ვყოფილიყავით და ასეც მოვიქეცით მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩუმად ვართ, ბევრს ვთმობდით და მზად ვიყავით, დაგვეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს ღირსებას ეხებოდა.
ვთმობდით, რადგან ნერვიულობენ ოჯახები, შვილები, მშობლები, მეუღლეები და ვთმობდით ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახების გამო, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ მაგ ადამიანებს ვინმეს მშობლები ან შვილები შეეცოდებათ. ეგენი ადამიანები კი არა, ვიზუალურად ჰგვანან ადამიანებს, ადამიანური გრძნობები არ გააჩნიათ.
ამ მოლოდინს აჩენდნენ იმის გამო, რომ უბრალოდ არ დაძაბულიყო სიტუაცია, ქმედითი ნაბიჯები არ გადაედგათ ადამიანებს, რაც მათ შეაწუხებდათ, თუმცა სრულიად საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია ეს გატარებული 5 თვე აქ და 5 თვე არ სჭირდებოდა, ერთ კვირაში მოაგვარებდნენ, მართლაც მაგათ ჩვენი გამოშვება აქედან ნდომოდათ.
დაჭერიდან ერთ კვირაში დაიწყეს საპროცესოზე ლაპარაკი და დღესაც ისევ იმავეს ლაპარაკობენ, რასაც 5 თვის წინ ლაპარაკობდნენ. ამ ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გამო, რომ ადამიანებმა ნაბიჯები არ გადადგან, გაწელონ დრო.
ჩაატარონ არჩევნები და ამის შემდეგ უკვე მოგვისჯიან სასჯელს, როცა გაინაღდებენ საკუთარ სკამებს, საკუთარ ადგილს და მერე დაიწყებენ უკვე კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს, დაშინებას დაიწყებენ ხალხის და, საბოლოოდ, ეს ძალიან ცუდად აისახება თითოეულ მაღაროელზე, თითოეულ მშრომელზე და ჭიათურელზე.
თავდაპირველად მაგათი მიზანი ცნობილი იყო, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ მაღაროელი, [უნდოდათ,] რაც შეიძლება, ნაკლები დანახარჯით მიეღოთ დიდი მოგება, ამისთვის მათ უნდოდათ და პირდაპირ თქვეს, რომ არ გვჭირდება მაღაროელი, ღია კარიერული წესით გავაგრძელებთ მუშაობას, "მარგანეცის" მოპოვებასო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს წინააღმდეგობას მოჰყვა, რომ ნაწილი გაუშვეს...
გამომდინარე იქიდან, რომ აგერ წინ არჩევნები აქვთ, ჯერჯერობით, ცოტა ლმობიერები არიან, ალბათ, თუმცა საბოლოოდ თუ თავისას გაიტანენ, მერე წავა ისევე როგორც ადრე იყო ხოლმე, თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს, თუ არ გინდათ, წადით თუ ვინმე რამეზე კიდევ უფრო მეტად ხმას აიმაღლებს, აი, სამაგალითოები ვიქნებით ჩვენ და გამოიშვერენ თითს, აი, ნახეთ ვინც არ გვემორჩილებოდა, ციხეში ჩავსვით, ასე და დაგიჭერთ სუყველასო და შექმნიან პირობებს, რომ გააქცევენ ხალხს აქედან.
არ სჭირდებათ მაგათ დანაშაულის ჩადენა, ვისი მოშორებაც უნდათ, დანაშაულს შეკერავენ და არადამაჯერებელიც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იტყვიან, რომ უნდათ, ციხეში ჩასვან და ჩასვამენ.
კომპანიის წარმომადგენლები თითქოს რომ ამბობენ, არ გადადგათ ნაბიჯები, პროცესებს დააზიანებსო, ეს ადამიანები არ არიან ჩვენი კეთილმოსურნეები. რაზეც ეგენი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგათო, ეგ აწუხებთ და პირიქით, იქით უნდა წახვიდეთ.
ამით ცდილობენ, დრო მოიგონ და ამ სიჩუმით, ამ გაჩერებით ჩვენ ციხეში ვართ და ისინი თავიანთ გასაკეთებელს აკეთებენ. მეტი აქტიურობაა საჭირო. მე არავის არაფერს არ ვთხოვ, ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება. საბოლოოდ, ადრე იქნება თუ — გვიან, მე აქედან გამოვალ და წასვლას არ ვაპირებ, ისევ ჭიათურაში ვაპირებ ცხოვრებას და თუ თვლით, ადამიანებო, მშრომელებო, მაღაროელებო, რომ მე გვერდით დგომას ვიმსახურებ, მაშინ არიან მანდ ჩემი მეგობრები, მართალი, მებრძოლი ხალხი, მოუსმინეთ მაგ ხალხს და დამიდექით გვერდით.
სხვანაირად, საბოლოოდ, მე თუ დავზიანდი და დავზარალდი ახლა, ეს მარტო ჩემი დაზარალება არ არის, ყველა მაღაროელს ეხება და კიდევ უფრო მეტად შეეხება, ვიდრე ახლა იგრძნობა.
ახლა რომ რაღაცებზე თავს იკავებენ, ძალიან მალე თავს აღარ შეიკავებენ ეგენი, თუ ყველაფერს გაინაღდებენ. არ შეიკავებენ იმიტომ, რომ სრული რეპრესიები აქვთ ჩაფიქრებული. არ სჭირდებათ, ვინც ლოგიკურად აზროვნებს, ვინც სამართლიანობას, ადამიანურ პირობებს ითხოვს. ადამიანები არ სჭირდებათ და ზუსტად ამიტომ ჩაგვსვეს ციხეში.
5 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს ის, რომ კობერიძეს [ვისზე თავდასხმასაც ედავებიან დაკავებულებს] ხელი მოეწერა იმაზე, რომ პრეტენზია არ ჰქონოდა ჩვენს გამოშვებაზე? ეს ყველაფერი უბრალოდ მოლოდინის გაჩენაა ხალხში, რომ ეს არ გააკეთო-ის არ გააკეთო... ჩვენ კობერიძემ კი არ დაგვიჭირა, გვარს არ დავასახელებ, იმ ადამიანის დავალებით მოხდა ეს პროვოკაცია და ამ ადამიანის პატიმრები ვართ, იმ ადამიანის პატიმრები ვართ, რომელიც ამბობს, ესა თუ ის ნაბიჯი არ გადადგათო. ზუსტად ეს დააზიანებს პროცესებს, როცა კომპანიის წარმომადგენელს დაუჯერებთ...
მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც ვთვლი, რომ მეტ გვერდში დგომას ვიმსახურებდი... ჩვენ ციხეში ვართ გამოკეტილები, ჩვენი მეგობრები შიმშილობას აგრძელებენ, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავენ, ამ დროს კი ეს ადამიანები მაღაროში მიდიან.
მესმის, რთულია დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და კეთილდღეობისთვის ვიბრძვით ყველა, მაგრამ ერთმანეთს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. საერთო საქმეს თუ ერთად მოვემსახურებით, თითოეული ადამიანის საქმეც გაკეთდება და ჩვენ თუ ერთმანეთს დავშორდებით, ცალ-ცალკე დავდგებით, ძალიან მარტივად გავტყდებით და საბოლოოდ, ყველა დავზარალდებით. ეს არ იქნება მარტო მერაბი და აჩიკო, ყველა დავზარალდებით, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი დაზიანდება.
არ ვიდებ გულში წყენას, მაგრამ მოლოდინი და იმედი მაქვს, სიმართლეს თვალს გაუსწორებთ და ალბათ ხედავთ, კიდევ უარესი იქნება, ეგენი თუ ამას გაიტანენ, დააშინებენ ხალხს, მუქარას და შანტაჟს თუ შევეგუებით, ყველა დავზარალდებით და როცა მოესურვებათ, მაშინ მოგვისვრიან.
მინდა, ამ მართალ ხალხს გვერდში დაუდგეთ, რომელიც ჩემი დაჭერის შემდეგ ქუჩაში დგანან, სიმართლეს საუბრობენ და სამართლიანობას მოითხოვენ. თქვენი გვერდში დგომით ძალიან მალეა შესაძლებელი, ჩვენ, კომპანიის პირადი პატიმრები, ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება ოჯახებში დაბრუნება...
არ ვიყავი ჩახედული, უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც და არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა. არავის არ სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ, თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს. უნდა კომპანიას, რომ დაგვტოვოს ციხეში? უნდა და მორჩა.
...რა მოთხოვნებიც უნდა დავაყენოთ, ეს უნდა იყოს სამართლიანი. მე ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და ახლა ჩემი თავისუფლებისთვის იბრძვიან," — განაცხადა სარალიძემ.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები