ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ Guardian-ისა და New York Times-ის ჟურნალისტები ბაჩიაშვილმა ან მისმა ოჯახმა დაიქირავა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე The Guardian-ის მიერ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე დაწერილ სტატიას ეხმაურება. მისი თქმით, აშკარად იკვეთება, რომ The Guardian-ისა და The New York Times-ის ჟურნალისტები ბაჩიაშვილის ან მისი ოჯახის წევრების მიერ არიან დაქირავებულები და "პირდაპირ ცდილობენ მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ მათ მკითხველთა წრეებში სადავო საკითხთან დაკავშირებით".
"მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ზოგიერთი უცხოური მედიის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ინტერესთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს, დამიკავშირდნენ The Guardian-ის ჟურნალისტი დანიელ ბოფი და ფილიპ შიშკინი (ე.წ ფრილანსერი ჟურნალისტი), რომელიც, მისივე განმარტებით, სტატიას ამზადებდა The New York Times-თვის.
სამწუხაროდ, ორივე აღნიშნული პირის შემთხვევაში, აშკარად იკვეთება, რომ არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ამავდროულად, პირდაპირ ცდილობენ მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ მათ მკითხველთა წრეებში სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოახდინონ ჩემი მარწმუნებლის, დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია. აღნიშნული კი, კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ გარდა თავიანთი მერკანტილური ინტერესების გატარებისა, მითითებული ჟურნალისტები თუ მედიასაშუალებები ასრულებენ/ატარებენ დამატებით სხვა დავალებებსა და ინტერესებს, რასაც უფრო ხანგრძლივი ისტორია და ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ბაჩიაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა", — წერია ბიძინა ივანიშვილი უფლებადამცველის განცხადებაში.
თემო წიქვაძე წერს, რომ 2025 წლის 12 სექტემბერს მან ჟურნალისტი დანიელ ბოფის წერილი ელექტრონულ ფოსტაზე სამუშაო დღის ბოლოს მიიღო, ხოლო თავად მას მოგვიანებით გაეცნო. მისივე თქმით, წერილში ბაჩიაშვილის დედის მიერ გაჟღერებული "რამდენიმე აბსტრაქტული შინაარსის, უსაფუძვლო ბრალდება" იყო მოცემული. თემო წიქვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოფიმ მას კომენტარის გაკეთება სურვილის არსებობის შემთხვევაში, ბრიტანული დროით იმავე დღის საღამოს ექვს საათამდე კატეგორიული ფორმით სთხოვა.
"ზემოაღნიშნულის პირდაპირი დასტურია ბატონი დანიელ ბოფის ბოლო კომუნიკაციის მცდელობა ჩემთან. კერძოდ, 2025 წლის 12 სექტემბერს, სამუშაო დღის ბოლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე დანიელ ბოფის წერილი (წერილი ელ-ფოსტაზე გამოიგზავნა 17 საათზე, ხოლო მე პირადად გავეცანი მას მოგვიანებით), რომელშიც იყო მოცემული რამოდენიმე აბსტრაქტული შინაარსის, უსაფუძვლო ბრალდება (მაგალითად — ბატონი ბაჩიაშვილი ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარია, ბატონ ივანიშვილს აკლია თანაგრძნობა და შესაძლოა ბოროტი იყოს და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები), რომელიც გაჟღერდა ბაჩიაშვილის დედის მიერ.
ამასთან, ბატონმა ბოფიმ ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთების სურვილის არსებობის შემთხვევაში, კატეგორიული ფორმით მოითხოვა აღნიშნულის განხორციელება იმავე დღის საღამოს ექვს საათამდე ბრიტანული დროით. ამავდროულად, ამ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებების პრესაში გაჟღერების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, დააწესოს სანქციები ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ თითქოს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო", — წერია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.
თემო წიქვაძე წერს, რომ ჟურნალისტის კითხვები კონკრეტიკასა და საფუძველსაა მოკლებული და ჟურნალისტის მიზანი საქმის შესახებ რეალური ვითარების გარკვევა არ არის.
"ბრიტანელი ჟურნალისტის ე.წ. კითხვები ჩამოყალიბებულია "დედის ბრალდებების" სახით, მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკასა და საფუძველს. აშკარაა, რომ მიზანი ჟურნალისტისა არის არა საქმის შესახებ რეალური ვითარების გარკვევა (მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისათვის საჯაროდ არაერთხელ მოვახდინეთ საქმის ირგვლივ არსებითი განმარტებები და არც ერთხელ აღნიშნულზე არ უპასუხიათ არც ბაჩიაშვილს და არც მის ადვოკატებს), არამედ უარყოფითი შინაარსით ფორმულირებული ინფორმაციის გავრცელება მედიასივრცეში.
ამასვე ადასტურებს წერილის გამოგზავნის დრო და მასზე რეაგირებისათვის განსაზღვრული პერიოდი. როგორც აღვნიშნე, წერილი გამოიგზავნა პარასკევს (2025 წლის 12 სექტემბერი) სამუშაო დღის დასასრულს და მასში კატეგორიული ფორმით განსაზღვრული იყო მხოლოდ 3 საათი რეაგირებისათვის. ცხადია, რომ ჟურნალისტმა ამით ფორმალურად შეასრულა მისი ეთიკური ვალდებულება "მეორე მხარის" ინფორმირებისა. თუმცა, რეალურად, არც კი მისცა დაზარალებულ მხარეს რეაგირებისთვის დრო (როგორც იკვეთება, არც აინტერესებდა პასუხები) და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა შეკვეთილი სტატია", — წერია თემო წიქვაძის განცხადებაში.
ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტმა მისი პასუხები "უღიმღამო" ფორმითა და შინაარსით ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ასახა. წიქვაძის თქმით, მან ნათლად აუხსნა ჟურნალისტს, რომ მისი "არაკეთილსინდისიერი ქმედებები" მიუღებელი იყო და წყვეტდა მასთან თანამშრომლობას. მისივე თქმით, ამგვარად მოქცევის მიზანი ბიძინა ივანიშვილის მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა იყო. თემო წიქვაძე ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით სტატიაში ჟურნალისტმა "ცრუ მსჯელობა" ასახა.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პირველი კომუნიკაციის შემდგომ ბატონ დენიელ ბოფისთან, რა დროსაც მან ასევე უაპელაციოდ განმისაზღვრა პასუხებისთვის დროის ჩარჩო, შემდგომ გადააცილა სტატიის გამოქვეყნების ჩემთან გაჟღერებულ ყველანაირ ვადას და ამავდროულად ჩემი პასუხები ასახა მაქსიმალურად ზოგადი, "უღიმღამო" ფორმითა და შინაარსით (ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ასახა), ნათლად ავუხსენი მას, რომ მისი არაკეთილსინდისიერი ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის და ვწყვეტდი მასთან კომუნიკაციას. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ცალსახად გამოიკვეთა, რომ მისი სურვილი იყო არა ჩემი დასაბუთებული პასუხების მიღება და მისი მკითხველისთვის გაცნობა, არამედ დაზარალებული მხარის პოზიციების გაგება და გამოსაქვეყნებელი სტატიების დამკვეთებისათვის მისაღები ფორმით მომზადება, რასაც მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნდა — მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოეჩინათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
აქვე მოკლედ შევეხები Daniel Boffey-ის მიერ მის ბოლო ელექტრონულ წერილში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში ასახულ მსჯელობას, თითქოს იგი დაასანქცირეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის, ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო. აღნიშნული ცრუ მსჯელობა ასახულ იქნა კიდეც მის მიერ სტატიაში.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მართლაც ჰქონდა ადგილი დაუსაბუთებელი სანქციის გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან. თუმცა, ეს დაუსაბუთებელი სანქცია შემოიფარგლა მხოლოდ "რუსეთთან საეჭვო კავშირებზე" მითითებით (ვიმეორებ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი კონკრეტიკისა და ფაქტებზე მითითების გარეშე), მაშინ როცა ბატონი Daniel Boffey-ი, ზოგიერთი არასამთავრო ორგანიზაციის სტილში, გვთავაზობს "ბრალდებების" მთელ სერიას, რაც თურმე ეხება დემოკრატიის უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ვფიქრობთ, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს მის არაკეთილსინდისიერებაზე და კონკრეტული დაკვეთის შესრულებაზე", — დაწერა თემო წიქვაძემ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი წერს, რომ მან ჟურნალისტი ფილიპ შიშკინის ყველა ძირითად შეკითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ჟურნალისტმა კვლავ შეზღუდა დროში "იმ მოტივით, რომ სტატია მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო," თუმცა სტატია ჯერაც არ არის გამოქვეყნებული.
რაც შეეხება ბატონ ფილიპ შიშკინს, მის ყველა ძირითად შეკითხვას 18 აგვისტოს ვუპასუხე (დამატებით შეკითხვას ვუპასუხე 21 აგვისტოს), ვინაიდან დანიელ ბოფის მსგავსად მანაც შემზღუდა დროში იმ მოტივით, რომ სტატია მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნებულიყო.
დღეს კი, როდესაც მიილია სექტემბრის თვის ნახევარი, სტატია კვლავაც არ არის გამოქვეყნებული და ჩემს მიერ გაცემული პასუხები ასახული. შესაბამისად, გვაქვს იგივე მოცემულობა, რაც პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით იქნა აღწერილი ჩემს მიერ — სამწუხაროდ, მართული მედიის მიერ დამკვეთების დავალებების შესრულება და ობიექტურად არსებული სურათის სრული უგულებელყოფა.
ცნობისთვის, The Guardian-მა პატიმრობაში მყოფ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე სტატია გამოაქვეყნა. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის დედასთან, მარინა რამაზაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მარინა რამაზაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ვაჟი, გიორგი ბაჩიაშვილი, მილიარდერი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის "ვენდეტის" მსხვერპლი გახდა.
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა მთაში მარტო?
-
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: EU საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს
გადახედვა
-
ფხენიანში რუსეთის "კურსკის ოლქის გათავისუფლებისას" დაღუპული კორეელი სამხედროების მემორიალი გაიხსნა ფხენიანში რუსეთის "კურსკის ოლქის გათავისუფლებისას" დაღუპული კორეელი სამხედროების მემორიალი გაიხსნა
გადახედვა
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას
გადახედვა
-
ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
გადახედვა
-
სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს სილქ დეველოპმენტი მელიქ-აზარიანცის სახლის რეაბილიტაციას განაგრძობს
-
ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ნიკა მელია: გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, NGO-სა თუ საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს ბექა დვალის კანდიდატურა წარედგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანი: მივაღწიეთ შეთანხმებას ქართველ პარტნიორებთან საქართველოსთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
"ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ "ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია" — მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს მარიამ მეყანწიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
"ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება, გაგეგდოთ ბარემ" — ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე "ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება, გაგეგდოთ ბარემ" — ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა — ის პუტინსა და ლავროვს შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა — ის პუტინსა და ლავროვს შეხვდება
გადახედვა
-
თიბისის საერთაშორისო აღიარება — ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თიბისის საერთაშორისო აღიარება — ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
"ხალხის ძალა" მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე კონსულტაციებს მართავს "ხალხის ძალა" მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე კონსულტაციებს მართავს
გადახედვა
-
ისლანდია "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს ეძებს და მას $50 ათასს სთავაზობს — აი, რატომ ისლანდია "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს ეძებს და მას $50 ათასს სთავაზობს — აი, რატომ
გადახედვა
-
ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა დასრულდა ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა დასრულდა
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: EU-ს ელჩს მოუწევს ახსნა, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანას, ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება დავით მათიკაშვილი: EU-ს ელჩს მოუწევს ახსნა, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანას, ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება
გადახედვა
-
ნახეთ: სპაიდერ-ნუარის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა ნახეთ: სპაიდერ-ნუარის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა
გადახედვა
კომენტარები