კოალიცია ცვლილებისთვის: "გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის"
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის," — ასე ეხმაურებიან კოალიცია ცვლილებისთვის გუნდში მათი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
ერთობლივ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ მათი კოალიციის ოფისზე ისეთი წარწერებია გაკეთებული, რომელიც არ იშლება, თუმცა შსს-ს ამისთვის არავინ დაუკავებია.
ლემონჯავა ხოშტარიასთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს.
"რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი, შეთითხნილი, უსამართლო ბრალდებით დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია. ელენე ხოშტარია დააკავეს იმიტომ რომ ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი საერთო სახალხო წინააღმდეგობაში ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ სამართლებრივ დეტალებში შესვლა საერთოდ არ ღირს იმდენად აბსურდული და სულელურია ეს ბრალდება, მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს უკან არის ჩვენი ოფისი რომელზეც არის არაერთი წარწერა, ისეთი წარწერები, რომლებიც არ იშლება საერთოდ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა, არასოდეს არცერთი ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკავებია, სამაგიეროდ დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ელენე ხოშტარია.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება, უკვე კოალიცია ცვლილებისთვის 4-დან 4 ლიდერი ზის ციხეში, ჩვენთვის ეს ახალი არ არის, ბრძოლა არ შეწყდება. დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე და დააკავებთ მეორეს ბროლის დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება, ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამას ხელს ვერ შეუშლის," — განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. უწყებამ გამოძიება "ნივთის დაზიანების" მუხლით დაიწყო. ოპოზიციონერმა 14 სექტემბერს კალაძის ბანერებზე დააწერა: "რუსული ოცნება", "რუსი". ელენე ხოშტარიას თქმით, ამით მან სოლიდარობა გამოხატა მეგი დიასამიძის მიმართ, რომელიც ამავე ბანერებზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები