შუშანა მაცაბერიძე: რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა გამოკეტონ [ელენე ხოშტარია], მის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ კოალიცია ცვილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების დეტალებზე "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების დროს შუშანა მაცაბერიძე მასთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია საკუთარი სახლის ლიფტთან დააკავეს, თუმცა უცნობია რომელი უწყების (შსს-ს თუ სუს-ის) წარმომადგენლებმა.
შუშანა მაცაბერიძემ აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარია "სადაც არ უნდა გამოკეტონ" მის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ.
"ჰოლანდიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ დავბრუნდით სახლში. ალბათ, საელჩოსთან ვერ გაბედეს ჩასაფრება და დაკავება. სადარბაზოში შევედით, ლიფტთან მივედით თუ არა გამოგვეკიდა ერთი კაცი და ორი ქალბატონი, რომლებიც ჩართული კამერით მოვიდნენ. გადასცა ტელეფონში, რომ მოვიდნენ აქ არიან და აგვიკრძალეს ლიფტში შესვლა, რაზეც არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, რისთვისაც ვიბრძვით და ვერც დაჭერით და ვერც რამე სხვა მეთოდებით ვერ მოხერხდება ამ ბრძოლის გაჩერება, ამ პროტესტის შეჩერება და ამოძირკვა — რაც სურს ამ რეჟიმს და რისთვისაც იბრძვის.
არ ვიცით ზუსტად სად გადაიყვანეს. ვიდეოშიც ვეკითხები თუ სად გადაჰყავთ. როგორც იციან ხოლმე სტანდარტული პასუხი — გეტყვით, გეტყვით. და ეს "გეტყვით" მერე არ დგება არასდროს. დაბურულ "შკოდაში" ჩასვეს — ან "შკოდა" იყო, ან "ქემრი", ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოში ჩანს ზუსტად. რამდენიმე ადამიანი იყო. ორი გოგო და ძალიან ბევრი მამაკაცი. ჩვეულებრივი სამოქალაქო მანქანები იყო. ერთი წითელი ჯიპი მახსოვს, საიდანაც გადმოვიდნენ, მერე იქ ჩასხდნენ და მაგით წავიდნენ. არც ერთს არ ეცვა არანაირი მაიდენტიფიცირებელი სამოსი. ან კრიმპოლი არის, ან სუსი. ზუსტად არ ვიცით ჩვენც ახლა გარკვევაში ვართ. ადვოკატი უკვე ჩართულია და ვარკვევთ, თუ სად შეიძლება გადაეყვანათ და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ მივალთ.
ელენეს პოზიცია ყველასთვის ცალსახაა — ეს საჯარო ამბავია. იმიტომ, რომ მან ღიად და დაუფარავად გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. გააკეთა ის, რაც თქვა. მისი ხასიათი არის ასეთი. მისი ბრძოლა არის ისეთი, რომელიც არ აპირებს, რომ გაჩერდეს. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა გამოკეტონ, ასე ვთქვათ, მის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ გამოვგლიჯოთ ამ რუსებს ქვეყანა და დავიბრუნოთ ევროპული მომავალი საქართველოსთვის", — განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისათვის, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლთან დააკავეს.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან კალაძის ბანერებზე დააწერა: "რუსული ოცნება", "რუსი". ამით ელენე ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა 23 წლის აქტივისტ მეგი დიასამიძეს — "სოლიდარობა მეგის!", დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში და კახა კალაძის ბანერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც აწერია — "რუსი".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები