ყველაზე მასშტაბური თავდასხმა აშშ-ის ისტორიაში - მოკლულია 59 ადამიანი
ფოტო: AP
ლას-ვეგასში, ქანთრის ფესტივალზე სროლის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანია მოკლული, დაჭრილია 520-ზე მეტი, წერს BBC. პოლიციის თქმით, 64 წლის ლას-ვეგასის მცხოვრებმა სტივენ პადოკმა სასტუმროს ნომრიდან ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.ფესტივალზე სულ ოცი ათასზე მეტი ადამიანი იყო.
აშშ-ის ისტორიაში ეს თავდასხმა, მსგავსი ტიპის თავდასხმებს შორის, ყველაზე მასშტაბურია. მანამდე, ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად მიიჩნეოდა ორლანდოს ღამის კლუბ Pulse-ის 2016 წლის შემთხვევა, სადაც თავდამსხმელმა ომარ მატინმა 49 ადამიანი მოკლა, ხოლო 53 დაჭრა.
პადოკის თავდასხმიდან რამდენიმე საათში, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და განაცხადა, რომ პადოკმა რამდენიმე თვით ადრე ისლამი მიიღო, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ წარუდგენია.
გამოძიების ფედერალური ბიუროს თქმით, ისინი ტერორისტებთან თავდამსხმელის კავშირს ვერ ადასტურებენ და ამბობენ, რომ პადოკი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ მანამდე არ მოქცეულა.
თავდამსხმელმა ქანთრის ფესტივალის სტუმრების მიმართულებით ცეცხლი სასტუმროს 32-ე ნომრიდან გახსნა. პოლიციის თქმით, მის ნომერში სპეცრაზმის შესვლამდე პადოკმა თავი მოიკლა. სასტუმროს ნომერში იპოვეს ათი ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციის შერიფის თქმით, პადოკის სახლის ჩხრეკისას 18 ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი და რამდენიმე ათასი ტყვია აღმოაჩინეს.
New York Magazine-ის ინფორმაციით, სტივენ პადოკის მამას, ბენჯამინ პადოკს ფედერალური საგამოძიებო ბიურო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. 1969 წლის დოკუმენტის მიხედვით, ბიურო მიიჩნევდა, რომ ბენჯამინ პადოკს ბანკის გაძარცვა სურდა და სუიციდისკენ მიდრეკილი იყო.
მიზეზი თუ რატომ გახსნა პადოკმა ცეცხლი ჯერ კიდევ უცნობია. არც პოლიცია და არც გამოძიების ბიურო ჯერ არ ადასტურებენ მის რაიმე კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემთხვევას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ოთხშაბათს ლას-ვეგას ეწვევა.
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა



კომენტარები