ინვესტიცია იწყება ანალიზით — ინტერვიუ რატი კალანდარიშვილთან
თანამედროვე მსოფლიოში საინვესტიციო გარემო სწრაფად იცვლება — გლობალური დინამიკა კი ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის. ასეთ პირობებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს — ფინანსური ბაზრების ანალიზი და კვლევები ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმირებული და წარმატებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ.
სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ რატი კალანდარიშვილს, თიბისი კაპიტალის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსს. რატი ყოველდღიურად აკვირდება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებს და დაინტერესებულ აუდიტორიას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას უზიარებს. მას პრაქტიკული რჩევებისა და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო დამწყები ინვესტორებისთვის იქნება.
მოდი, მივყვეთ პროცესს ეტაპობრივად: თუ დაინტერესებული ვარ ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებით და მსურს გადავწყვიტო, რომელი კომპანიის აქცია ან საინვესტიციო ფონდი შევიძინო, პირველი კითხვა ყოველთვის არის - საიდან დავიწყო? ან რომელი პლატფორმიდან შემიძლია მივიღო სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია?
დღეს ინტერნეტში უხვადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ისეთ დიდ კომპანიებზე, როგორებიცაა: Tesla, Apple ან Microsoft. თუმცა ამხელა ნაკადიდან სანდოობის შეფასება და ინფორმაციის გაფილტვრა რთულია. სწორედ ამიტომ, საუკეთესო გზა პროფესიონალთან კონსულტაციაა, რომლებსაც ყოველდღიური წვდომა აქვთ უახლეს კვლევებსა და პროგნოზებზე. თიბისი კაპიტალის გუნდი მომხმარებლებს მუდმივად უზიარებს ანალიზზე დაფუძნებულ სანდო ინფორმაციას და ამ გზით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
რაც შეეხება უშუალოდ ვაჭრობასა და ინვესტირების დაწყებას, დაინტერესებულ პირებს ამ მხრივაც საინტერესო გამოცდილებას ვთავაზობთ: თიბისის მობაილბანკში ხელმისაწვდომია ინვესტიციების პლატფორმა, სადაც ძალიან მარტივად, 1$-დანაც შესაძლებელია ვაჭრობის დაწყება, თან დამატებითი ხარჯებისა და საკომისიოების გარეშე.
როგორც ვახსენეთ, შემდეგი ნაბიჯი უკვე ინვესტირების დაწყებაა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრის უახლესი ტენდენციების ცოდნა. რა თემებია დღეს აქტუალური საერთაშორისო ბაზრებზე, რა ტიპის ფასიანი ქაღალდები მიიჩნევა პერსპექტიულ ინვესტიციად?
ყველასთვის ცნობილია მზარდი ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ, შესაბამისად, ბოლო პერიოდში იზრდება იმ კომპანიების აქციები, რომლებიც AI-ს განვითარებაზე მუშაობენ, ასეთებია: Google, Microsoft, NVIDIA. ზრდის დინამიკის დასანახად კარგი მაგალითია NVIDIA - კომპანიის აქციები რომ ერთი წლის წინ შეგეძინათ, დღეს თქვენი აქტივი 58%-ით იქნებოდა გაზრდილი.
ხელოვნურ ინტელექტზე მზარდი ინტერესი აძლიერებს მოთხოვნას ენერგეტიკულ რესურსებზეც. სწორედ ამიტომ, იზრდება იმ კომპანიების აქციებიც, რომლებიც ალტერნატიულ ენერგიაზე მუშაობენ, მაგალითად: ბირთვული ენერგეტიკის ინდუსტრიის საინვესტიციო ფონდის (Global X Uranium ETF) აქციებმა ერთი წლის ვადაში 85%-ით მოიმატა.
პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდეთ: რა უნდა გაითვალისწინოს ახალბედა ინვესტორმა?
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება ზრდის სანდოობასა და რეპუტაციას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გამოცდილებაც ვერ იძლევა სრულ გარანტიას. ინვესტიცია ყოველთვის მოიცავს გაუთვალისწინებელ რისკებს.
აქციის შეძენა ნიშნავს ბიზნესის ყიდვას, ამიტომ აუცილებელია, კომპანიის ფინანსური და ოპერაციული მდგომარეობის შეფასება, იმის ცოდნა, თუ რამდენად მომგებიანია, რა მოცულობის ვალი აქვს, იზრდება თუ არა, როგორია მისი შემოსავლიანობა და ა.შ.
სწორი მიდგომა ასეთია: ინვესტიციები უნდა ეფუძნებოდეს წარსული მონაცემების ანალიზს, რადგან, სამწუხაროდ, უფრო ეფექტიანი მეთოდოლოგია ამ დრომდე არ არსებობს. რეალურად ინვესტიცია მომავლის მოლოდინების შეფასებაა, რისთვისაც წარსული მონაცემების გაანალიზება აუცილებელია.
ეს პროცესი გუნდის მიერ ფეხბურთელის ყიდვას ჰგავს: როდესაც კლუბი ყიდულობს ფეხბურთელს, მისი შეფასება მხოლოდ წარსული შედეგებით შეუძლია. ასეა საინვესტიციო გადაწყვეტილებაც, ანუ არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მომავალი წარმატების გარანტია, წარსული მონაცემები ერთადერთი რეალური საფუძველია პროგნოზისთვის.
განსაკუთრებით დამწყები ინვესტორებისთვის, მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილება ემოციებზე დაფუძნებით არ მიიღონ და ფუნდამენტურ მონაცემებს დაეყრდნონ.
თქვენი დაკვირვებით, როგორია საქართველოში ინვესტორების ინტერესის დინამიკა: იზრდება თუ არა კვლევებზე მოთხოვნა?
ინვესტირების მიმართ ინტერესი მზარდია როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. ყოველდღიურად ვითარდება სავაჭრო ტექნოლოგიები და იხვეწება პლატფორმები, ინვესტირება მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. მსგავსი ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშიც შეინიშნება, შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი კვლევებით, რომლებიც თიბისი კაპიტალის ვებ-გვერდზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
ნებისმიერ პირს შეუძლია ბმულზე მიუთითოს მისთვის საინტერესო სექტორი, გამოიწეროს კვლევა და მიიღოს ინფორმაცია გლობალური ბაზრების, ადგილობრივი და გლობალური ეკონომიკის შესახებ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე.
კომენტარები