გრეტა თუნბერგი

5 Sep. 2025, 14:30

ხალხი გამუდმებით მეკითხება, რა კავშირია კლიმატის პოლიტიკასა და პალესტინას შორის და რატომ მადარდებს ასე პალესტინა. მე კი არ მესმის, როგორ ვერ ხედავენ ამ კავშირს. რა მხრივ არაა პალესტინა და კლიმატის პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებული? რატომ არ უნდა მადარდებდეს პალესტინა? მე ხომ ადამიანი ვარ და გამაჩნია ფუნდამენტური ღირებულებები, საღი აზრი.

რასაკვირველია, კლიმატის პოლიტიკას, გარემოს განადგურებასა და პალესტინას შორის ცხადზე ცხადი კავშირი არსებობს: ომები, ოკუპაცია, გარემოს გაჩანაგება, ეკოციდი, კოლოსალური ემისიები — ყველაფერი ეს ერთიმეორესთანაა გადაჯაჭვული და პალესტინელებს ამაზე კარგად მოეხსენებათ. სიცოცხლის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად საჭირო ყველა პირობის მოსპობა, მაგალითად, ყანების განადგურება და, უბრალოდ, ეკოციდი, როცა პალესტინელებს სასიცოცხლო საშუალებას ართმევ, ეს ეკოლოგიური ომის ერთ-ერთი სახეა. თუმცა, უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას: თუკი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა გადარდებს, მასზე მოსახლე ადამიანების კეთილდღეობაზეც უნდა ფიქრობდე.

მე კლიმატის აქტივისტი იმიტომ კი არ ვარ, რომ ხეების ან ბაყაყების გადარჩენა მინდა — რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის მოშლა თავიდან ავიცილოთ — იმიტომ ვარ კლიმატის აქტივისტი, რომ ადამიანების კეთილდღეობაც ისევე მანაღვლებს, როგორც პლანეტისა.

და თუკი იმდენად ეგოისტები ვართ, რომ ღაზის კადრები, როგორ ეძებენ ადამიანები ოჯახის წევრების ცხედრებს ნანგრევებში, გულს არ გვიკლავს და მოქმედებისკენ არ გვიბიძგებს, რის მოლოდინიღა უნდა გვქონდეს იმ მსოფლიოსგან, რომელიც ამ ყველაფერს უშვებს?! რომ დაფიქრდება და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იმოქმედებს?! ან ჩვენ დაგვიდგება მხარში, თუკი ეს დაგვჭირდა?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
  3. მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
  4. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
  5. წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ…