2 წელი, 2 წელი და 6 თვე — რა მუხლით გადაუკვალიფიცირდა ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ 8 პირს ბრალდება
დღეს, 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის განაჩენი გამოცხადდა.
საქმეზე გამოძიება 2024 წლის 3 დეკემბერს დაიწყო. პროკურატურა ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა — ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანარჩენ 5 პირს — ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი ბრალდება ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ჰქონდათ წარდგენილი და 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
9-თვიანი გამოძიების და სასამართლო პროცესების შემდეგ, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დასკვნით პროცესზე ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან, 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა.
საკანონმდებლო მაცნეში სისხლის სამართლის 225-ე მუხლი სათაურდება როგორც "ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და განმარტებულია შემდეგნაირად:
"ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა," — 225-ე კანონის განმარტება.
ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი განმარტებულია, როგორც — "ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა".
"ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან
დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა
დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე," — 226-ე კანონის განმარტება.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის განაჩენზე წერს, რომ თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულ პირებს, კვლავ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა ბრალი, მაგრამ საქმის მთავარმა გამომძიებელმა 9-თვიანი გამოძიების მანძილზე ორგანიზებული ძალადობა ვერ დაადასტურა.
"მსგავსად სსკ 225-ე მუხლისა, 226-ე მუხლიც ორგანიზებული დანაშაულია.
სხვა ათობით არგუმენტს არ ჩამოვთვლი, მთავარმა გამომძიებელმა თქვა, გამოძიება ისე დასრულდა, სამწუხაროდ, ორგანიზებულობის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოვიპოვეთო.
მაშინ, გეკითხებით, სად იპოვა თამარ მჭედლიშვილმა ის, რაც საქმეში არ დევს?" — წერს ომარ ფურცელაძე.
მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებისას ისაუბრა საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებზეც. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მოსამართლემ ირაკლი მიმინოშვილის საქმეში არსებულ ვიდეოზე დასმული კითხვების პერიფრაზირება დაიწყო.
შეგახსენებთ, ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მოითხოვა, საქმეს დართვოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაკითხულიყო. ექსპერტიზის დასკვნით, ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
"ბრალდებას თავისი ვერსიის გასამყარებლად სჭირდებოდა, რომ თორნიკე გოშაძე ისვრის პოლიციელების მიმართულებით," — განაცხადა 18 აგვისტოს სხდომაზე ადვოკატმა.
მჭედლიშვილმა ასევე ისაუბრა ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე, რომელსაც ხმა არ ჰქონდა. მოსამართლის განმარტებით, მან უხმო ვიდეომტკიცებულებაზე შედგენილი ოქმის დათვალიერებით იმსჯელა.
პროპაგანდისტულმა მედია "იმედმა" განაჩენის გამოცხადების შემდეგ განათავსა ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულების ნაწყვეტი — ტელეკომპანიის განთავსებულ ვიდეოს აუდიო მასალაც ახლდა თან.
შეგახსენებთ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხვია ცეცხლაძეს და ვასილ კარძელაშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები