დავით ხომერიკს, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 4 წლითა და 6 თვის პატიმრობა მიესაჯა — საქმის დეტალები
ფოტო: პუბლიკა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის დავით ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულებს შორის დავით ხომერიკი ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა აფეთქების მომზადებაში სდებდა ბრალს.
2 დეკემბერს, პოლიციამ დავით და ზუკა ხომერიკები გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავა. ზუკა ხომერიკი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, ხოლო დავითს დანაშაულის სისხლის სამართლის მუხლით გადაუკვალიფიცირეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხომერიკის ზურგჩანთაში 2 მოლოტოვის კოქტეილი აღმოაჩინეს. ხომერიკის საქმეში ნივთმტკიცებულებებია: აირწინაღი, საყვირი, ბინოკლი, საფულე, ბალაკლავა, კეპი, აბები, ხელთათმანი და ბოთლები "გაურკვეველი" სითხით.
ხომერიკის ადვოკატების განმარტებით, მოწმე პოლიციელი გიორგი ჯიქია, რომელმაც ხომერიკი დააკავა და გაჩხრიკა ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ბოთლები პირველად პოლიციის შენობაში ნახა, რაც ეჭვს ბადებს, როგორ ვერ შეამჩნია ისინი ჩხრეკის დროს. ადვოკატები ასევე საუბრობენ ხომერიკის საქმეში არსებულ დაკავების ოქმსა და პოლიციელი ჯიქიას ჩვენების უზუსტობაზე — ოქმს მოგვიანებით ბოლოს აქვს მიწერილი ნაჩქარებად ჯიქიას ჩვენება, რომ ხომერიკს პოლიციის შენობაში მიყვანამდე აღმოუჩინა აკრძალული ნივთები.
პროკურატურა თავის ბრალდებას ასევე ამყარებს ხომერიკის დაკავების ოქმზე ხელმოწერით. ხომერიკმა მრავალჯერ ისაუბრა სასამართლო პროცესებზე მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, თუ როგორ ემუქრებოდნენ მას გაუპატიურებით და მისი ასევე დაჭერილი ძმის უსაფრთხოებით. ხომერიკის განცხადებით მას ოქმზე დაშინებით მოაწერინეს ხელი და უარყოფ საქმეში არსებული ნივთების კუთვნილებას და დანაშაულის ჩადენას.
"პირიქით, მოძალადეები თვითონ იყვნენ. სცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ, სულ თავში ურტყეს. რისი გულისთვის?
რატომ ხდება ეს უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალი არ არსებობს? რა უნდათ ამ ჩემ შვილს რას ედავებიან? სამშობლოს სიყვარულს?” — დავით ხომერიკის დედის პირველი კომენტარი განაჩენის მოსმენის შემდეგ.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 სინდისის პატიმარს გამოუტანა განაჩენი:
- მათე დევიძე — პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება — 4 წელი და 6 თვე;
- გიორგი მინდაძე — პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება — 5 წელი;
- თეიმურაზ ზახოსაშვილი და დავით ლომიძე — მოლოტოვის კოქტეილი სროლა — 4 წელი და 6 თვე;
- დავით ხომერიკი — აფეთქების მომზადება — 4 წელი და 6 თვე;
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები