თიბისი კაპიტალის ჩართულობით სილქ როუდ ჯგუფი ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა — სილქ როუდ ჯგუფმა სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობა შეიძინა, რომელიც აჭარა ჯგუფის საკუთრება იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა.
თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორ თვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.
ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე სილქ როუდ ჯგუფის კომპანია სილქ ჰოსფითალითი იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
სილქ როუდ ჯგუფსა და აჭარა ჯგუფს შორის ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში — საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში, ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.
“თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარული ვარ, რომ ამ ჯგუფebს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით შედგა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალი გარიგებების განხორციელებას“, — ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
“თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ სილქ როუდ ჯგუფს, როგორც სასტუმროს, ისე რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვის განხორციელებაში“, —ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.
“მოხარული ვართ, რომ გარიგება აჭარა ჯგუფთან წარმატებით დასრულდა. სილქ ჰოსფითალითის პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. სილქ როუდ ჯგუფი და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულად მხარს უჭერენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”, — ნონა ონიანი, სილქ როუდ ჯგუფის ფინანსური დირექტორი.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
კომენტარები