"ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ლუკა კურტანიძეს, რომელმაც ყოფილი მეუღლე პოლიციელების წინ ცემა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ლუკა კურტანიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ოცნების დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა ქობულეთში, მიქაცაძის სახლში მოხდა, სადაც ლუკა კურტანიძე სახლში ძალის გამოყენებით შევიდა. ლუკა კურტანიძეს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.
მას შემდეგ, რაც ლუკა კურტანიძეს ყოფილმა მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ მასზე თავდასხმის ვიდეო "ტვ პირველს" მიაწოდა, პოლიციამ ყოფილი "ქართული ოცნების" დეპუტატი დააკავა. NEWS.On.ge-ს შსს-მ განუცხადა, რომ კურტანიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით, რაც ოჯახში ძალადობას და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
მიქაცაძე "ტვ პირველს" სასწრაფო დახმარების მანქანიდან უყვება, რომ პოლიციამ თავიდანვე არ დააკავა კურტანიძე და აქეთ განარიდეს საკუთარი სახლიდან. ვიდეოში გვესმის, თუ როგორ მიმართავს მიქაცაძე პოლიციის ეკიპაჟს არ წაშალოს ვიდეო მასალა. ხათუნა მიქაცაძეს თავდასხმისგან ტვინის შერყევა აქვს მიღებული და მთელ სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
"ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9 თვიანი მის მიმართ გამოცემული, მოახლოება აქვს აკრძალული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და "წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, რომ "მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და შენ სახელმწიფოს უპირისპირდებიო," — თქვა ხათუნა მიქაცაძემ.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები