ლიტერატურული პრემია საბა - ყველაფერი ხმის მიცემის პროცესისა და დებიუტანტების შესახებ
ფოტო: საბა
2017 წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა საბა მოახლოვდა და მკითხველი მოუთმენლად ელის როდის გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ავტორებიდან გამარჯვებული. დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება, სადაც თერთმეტ ნომინაციაში გადანაწილებული 47 მონაწილიდან საუკეთესოები გამოვლინდებიან.
წლევანდელი საბას დაჯილდოება ბევრი სიახლით გამოირჩევა. პირველ რიგში აღსანიშნია, რომ ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საუკეთესო პიესისთვის ჯილდო ისევ გაიცემა. ცნობისთვის, 2015-2016 წლებში პიესებისთვის პრემიები არ გაცემულა. წელს საბას დაჯილდოებაზე სამასი საკონკურსო წიგნი წარადგინეს, ივლისში კი კონკურსის ჟიურიმ მათგან ფინალისტები გამოავლინა.
2017 წელს ლიტერატურულ ასპარეზზე რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი მწერალი გამოჩნდა. წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაცია მკითხველების დიდ ინტერესს იწვევს, რადგან აქ წარმოდგენილია ყველა ის წიგნი, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში საუბრობდნენ. წელს წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის გამარჯვებულს მკითხველი ონლაინ ხმის მიცემით ირჩევს. პროცესი 13 ივლისს საბას ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდებზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
ზურაბ აბაშიძე - როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი (წიგნები ბათუმში)
ერთ-ერთი ფინალისტი ახალგაზრდა მწერალი ზურაბ აბაშიძეა, რომელმაც საკონკურსოდ მისი მოთხრობების პირველი კრებული წარადგინა. როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი - ასე ჰქვია კრებულს, რომელმაც როგორც მკითხველის, ისე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. კრებულში სულ თორმეტი მოთხრობაა შესული. მსუბუქი იუმორით დაწერილი მოთხრობები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი სიმძიმე და სევდა ახლავს თან. ვკითხულობთ და გვეღიმება, მაგრამ ვხდებით, რომ სინამდვილეში დასაფიქრებელი უფრო მეტია, ვიდრე სასაცილო. ახალგაზრდა მწერალმა შეძლო და მისი კალმით ისეთი თემები წამოწია წინ, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების პრობლემები, მარტოხელა ქალის მიმართ არსებული საზოგადოებრივი კლიშეები, მშობელთა და შვილთა ურთიერთობები და სხვ.
საბას ოფიციალურ გვერდთან საუბრისას, ზურა აბაშიძე საკუთარ წიგნს ასე აფასებს:
„თავმოყრილია ისტორიები ადამიანებისა, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, სძულთ, მტრობენ, ეხმარებიან, აკეთებენ ბევრ სისულელეს. ხშირად სასაცილოები არიან, უფრო ხშირად კი - სევდიანები და საბრალოები. საბოლოოდ, ეს ამდენი ამბავი, ქმნის ერთ მთლიან ფიქციურ სამყაროს, რომელიც ხშირად ისეთივე სასტიკი და დაუნდობელია, როგორც ჩვენი რეალური ცხოვრება“
ლიტერატურულ დებიუტამდე ზურა აბაშიძე სხვადასხვა ჟურნალებსა და ბლოგებზე აქვეყნებდა საკუთარ მოთხრობებს. როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი მისი პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობამ წიგნები ბათუმში გამოსცა.
სოფიო ჯაფარიძე - სულის პური (ჩვენი მწერლობა)
ახალგაზრდა მწერლის სადებიუტო წიგნი სულის პური ლიტერატურულ-ფლოკლორული წერილების კრებულია. გარდა იმისა, რომ ამ წიგნს შემეცნებითი დატვირთვა აქვს, ის გაჯერებულია დიდი ლიტერატურული ელფერით, რაც წერილების კითხვას უფრო სასიამოვნოს ხდის. წერილები ეხება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებსა და მათ შემოქმედებას, თავად ავტორის ცხოვრებას და მჭიდრო კავშირს ლიტერატურასთან. წიგნის წაკითხვის შემდეგ, თქვენ უკეთ გაიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში საჩემპიონო პედესტალზე დიდი ხანია დგანან.
საბას ოფიციალურ გვერდთან საუბრისას, თავად სოფიო ჯაფარიძე თავის წიგნზე ამბობს:
„ჩემი სადებიუტო წიგნი, სახელწოდებით სულის პური, ლიტერატურულ-ფოლკლორული წერილების მომცველი მცირე კრებულია და ამავდროულად მთელი ჩემი ცხოვრებისაც, რადგან ის სხვადსხვა პერიოდის განცდების, ფიქრების, ძიებისა და შთაბეჭდილებების დამტევია“
კრებულის გამოცემამდე, ავტორი წერილებს სხვადასხვა ჟურნალებში აქვეყნებდა, თუმცა 2017 წელს გამომცემლობა ჩვენი მწერლობასთან ერთად კრებულის სახით გამოიცა.
თამარ ფოლადაშვილი - სიკვდილის ახსნა (წიგნები ბათუმში)
თამარ ფოლადაშვილი ახალგაზრდა ავტორებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მისი თხრობის სტილითა და ლიტერატურული ფრეიმინგით. სიკვდილის ახსნა დისტოპიური ჟანრის რომანია, რომელშიც მოქმედება ერთ ჩაკეტილ ქალაქში ვითარდება, რომელიც გარესამყაროს მხოლოდ ერთი საბაგიროთი უკავშირდება. მოულოდნელობებით აღსავსე რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანში სიმბოლური სახეები და მათთვის დამახასიათებელი ქმედებები ერთი საზოგადოების სრულ სურათს ქმნის, რაც ბადებს განცდას, რომ ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ჩვენი ფანჯრებიდანაც მოჩანს. პერსონაჟები კი, ვინც ამ მაგიურ სამყაროში ცხოვრობენ, მრავალ სახეს ატარებენ. ისინი თითქოს ერთდროულად ყველაფერი არიან - დამნაშავეები და მსხვერპლები, კეთილები და ბოროტები, - ამავდროულად კი, თითქოს არაფერი.
თამარ ფოლადაშვილი ახალგაზრდა ავტორია, რომელიც მკითხველმა მისი მოთხრობებით გაიცნო. სიკვდილი ახსნა ავტორის პირველი რომანია, რომელიც გამომცემლობამ წიგნები ბათუმში გამოსცა.
გიორგი შონია - ფაბრიკაცია (ინტელექტი)
პოეზიას ლიტერატურაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, თუმცა ბევრი კრიტიკოსის შეფასებით, ეს მიმართულება ძალიან ნელა ვითარდება და შესაბამისად, მკითხველების რაოდენობაც იკლებს. გიორგი შონია, იმ ახალგაზრდა პოეტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც თავისი აუდიტორიის შეკრება და მათთვის ახალი პოეზიის მიწოდება შეძლო. ის, რაც გიორგი შონიას პოეზიას გამოარჩევს, გულწრფელობა და წერის ორიგინალური სტილია. მისი ლექსები არ არის გადაპრანჭული და რეალობა, რომელზეც ავტორი გვიყვება, ისეთივე მკაცრი და დაუნდობელია, როგორც სინამდვილეში.
„ფანჯრიდან ვუყურებთ, როგორ მიიზლაზნებიან
ყვითელი ავტობუსები
სააკაძის მოედანზე,
როგორ გამოდიან ადამიანები კორპუსებიდან
და როგორ მოათრევენ უძინარ სხეულებს...“- გიორგი შონია, ფაბრიკაცია
გიორგი შონიას პოეზიაში განხილულია თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური თემები, რომელზეც ავტორი თავის პოზიციას ღიად და დაუფარავად გამოხატავს. ამასთან, მისი ლექსები არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ მანიფესტად, რადგან თითოეულ ლექსს აქვს თავისი სიუჟეტური ხაზი, რომელშიც ავტორი არ არის ცალკე მდგომი პერსონა და ის სცენარის ნაწილი ხდება, როგორც სხვა პერსონაჟები.
გიორგი შონია მკითხველისთვის ფსევდონიმითაც არის ცნობილი. ის თავის ალტერ-ეგოს ჰანს პრომველს უწოდებს. ფაბრიკაცია კი სწორედ ის წიგნია, სადაც გიორგი შონია გასაქანს აძლევს თავის გამოგონილ მწერალს, ჰანს პრომველს და მკითხველს ორი პერსპექტივიდან დაწერილ ლექსებს სთავაზობს. ფაბრიკაცია გამომცემლობა ინტელექტმა 2016 წელს გამოსცა.
ბექა ახალაია - ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში კიდევ ერთი პოეტური კრებულია წარდგენილი. ბექა ახალაიას ლექსებმა კრიტიკოსებში დიდი მოწონება დაიმსახურა. წიგნში ავტორის ორი წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტებია შესული. ბექა ახალაიას ლექსები შეფასდა როგორც ნამდვილი პოეზია, რომელიც გამოირჩევა მისი ლირიკულობით, ჟღერადობითა და რითმულობით. ერთი წაკითხვით, ავტორის ტექსტებმა თავისი სიმფონიურობით, შესაძლოა მელოდიური განწყობილება შეგიქმნათ, თუმცა შინაარსობრივად ყველა ლექსი დატვირთულია იმგვარი დრამატურგიით, რომელიც გრძნობების, ცხოვრებისეული გამოცდების ბეწვის ხიდზე გაგატარებთ.
ჩემი გული ხარ ერთ-ერთი და ხელში მიჭკნები,
და ამას ვხედავ,
ჩემი გული ხარ ერთ-ერთი და ხელში მიჭკნები,
ვერ მემსახურე – და გმადლობ – მეტ ხანს,
ყველგან, ყველასთან და ყოველთვის ვამბობ სულ იმას,
რომ, ყოველ ზაფხულს, ათასობით მწვანე გული მაქვს,
ათასობითვე ერთბაშად ფეთქავს.- ბექა ახალაია
ბექა ახალაიას წიგნი ლექსებისა და პოემების კრებულია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა. აქამდე ავტორი თავის ლექსებს სხვადასხვა სივრცეებში აქვეყნებდა და სწორედ ასე გაითქვა სახელი.
გურანდა ფაჩულია - ჟოზე ლუიშ პეიშოტუს გალვეიაშის თარგმანისთვის (ბაკურ სულაკაური)
გურანდა ფაჩულიამ ქართული ლიტერატურის ისტორიაში პირველად თარგმნა პორტუგალიური ენიდან ქართულ ენაზე წიგნი. ჟოზე ლუიშ პეიშოტუ პორტუგალიელი მწერალია, რომელიც 1974 წელს პონტე დე სორში დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი გალვეიაში სწორედ იმ დასახლების სახელს ატარებს, სადაც ავტორმა მისი ცხოვრები უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაყო. წიგნში მოყოლილია 1970-90 წლებში გალვეიაშის და ზოგადად, პორტუგალიელი ხალხის ცხოვრება, ყოველდღიური პრობლემები, სოციალური სიდუხჭირე და ინდივიდუალური, ადამიანური მეტაფიზიკური კრიზისები.
რომანის კითხვისას მკითხველი მთელი გულისყურით მისდევს გალვეიაშის მკვიდრთა ცხოვრების რიტმს. პერსონაჟები, რომლებიც წიგნში მრავლად არიან, ერთი და იმავე სურათის სხვადასხვაგვარ გამოხატვას წარმოადგენენ და მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, იმის აღქმა, თუ როგორ მიდიან ისინი მთავარ აღმოჩენამდე, რომანის მთავარი ღირსებაა. ავტორი გამოირჩევა მისი წერის სტილით. იუმორითა და ირონიით.
პეიშოტუს წიგნების თარგმნა ადვილი არ არის, მით უმეტეს ორიგინალი ენიდან, თუმცა გურანდა ფაჩულიამ ამ მისიას თავი ძალიან წარმატებულად გაართვა, რასაც საბას ნომინანტობაც ადასტურებს. გალვეიაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ „ლიტერატურული ოდისეას“ ფარგლებში გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული პრემია საბა 2003 წლიდან ტარდება. რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო დაჯილდოება 30 სექტემბერს, 20:00 სთ.-ზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება. წარდგენილი 47 კანდიდატიდან, სულ 11 გამარჯვებული გამოვლინდება. 2017 წლის ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს. საბას დაჯილდოების პირდაპირ ეთერში ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეგეძლებათ. მანამდე კი, საბას ოფიციალურ გვერდზე საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მწერალსა და რომანს.
-
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026 სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
-
ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება
გადახედვა
-
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
-
ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!! ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!!
გადახედვა
-
"რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება "რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება
გადახედვა
-
ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
გადახედვა
-
იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს აშშ-ის კონგრეში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებზე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
გადახედვა
-
გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა
გადახედვა
-
არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს
გადახედვა
-
ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს
გადახედვა
-
სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ
გადახედვა
-
გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს
გადახედვა
-
ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი
გადახედვა






კომენტარები