კამბოჯაში ვირთხებმა მიწისქვეშა ნაღმები აღმოაჩინეს — ნახეთ ფოტოები
ფოტო: AP Photo/Anton L. Delgado
შესაძლოა, ვირთხების ზოგს პანიკურად გვეშინია და მათი დანახვისას პანიკაში ვვარდებით, თუმცა კამბოჯაში ეს არცთუ პატარა მღრღნელები შეუცვლელი დამხმარეები გახდნენ სპეციალისტებისთვის ნაღმების აღმოჩენის საქმეში — იმ ნაღმებისა, რომლებმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა ამ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში.
აფრიკული გიგანტური ტომრიანი ვირთხები, რომელთა სიგრძე შეიძლება 45 სანტიმეტრამდე, წონა კი 1.5 კილოგრამამდე აღწევდეს, მოწინავე ხაზზე მუშაობენ — მსუბუქად გადაადგილდებიან მინდვრებზე და სპეციალური სუნის — ნაღმებში ფართოდ გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერების, ტრიიტოლ–ტოლუენის (TNT) — აღმოჩენისას სიგნალს აწვდიან თავიანთ მეთვალყურეებს.
ფოტო: AP Photo/Anton L. Delgado
"ამ ვირთხებთან მუშაობისას ყოველთვის ვპოულობ ნაღმებს — არასოდეს გამორჩენიათ
რომელიმე," — ამბობს მოტ სრეიმომი, ვირთხების მწვრთნელი და თანამშრომელი APOPO-ში — ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, რომელიც ვირთხების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ნაღმების აღმოჩენაზე მუშაობს.
"მართლა მჯერა ამ ვირთხების შესაძლებლობების," — განუცხადა მოტმა გამოცემა Associated Press-ს, იმ დროს, როცა სადღეღამისო სამუშაოს შემდეგ სიემ რიპის პროვინციაში სასადილოდ ისვენებდა.
წინა საუკუნეში განვითარებული ოცწლიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, 2004 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კამბოჯის ტერიტორიაზე ომის ნარჩენები დაახლოებით 4,500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გაბნეული. ეს საფრთხე ვრცელდებოდა ქვეყნის ყველა, 25 პროვინციაზე და მისი 14,000 სოფლიდან თითქმის ნახევარზე.
უახლესი ტერიტორია, სადაც ვირთხებმა ნაღმები აღმოაჩინეს
ფოტო: AP Photo/Anton L. Delgado
ვირთხებს განსაკუთრებული ყნოსვის უნარი აქვთ, რაც მათ სასურველ სპეციალისტებად აქცევს APOPO-სთვის, რომელიც ასევე იყენებს ნაღმების ძებნის მიზნით გაწვრთნილ ძაღლებსაც.
"ძაღლები და ვირთხები სხვა ცხოველებთან შედარებით უკეთესად იწვრთნებიან," — ამბობს ალბერტო საკარია, APOPO-ს ტექნიკური კვლევის ძაღლების ჯგუფის ზედამხედველი. მისივე თქმით, ისინი მეგობრულები არიან და ადვილად ეჩვევიან ბრძანებებს.
ვირთხების მწვრთნელი მღრღნელს კუდზე მზისგან დამცავს უსვამს, რათა კომფორტულად იმუშაოს
ფოტო: AP Photo/Anton L. Delgado
ვირთხებთან ერთად, ნაღმების აღმოსაჩენად ძაღლებიც მუშაობენ
ფოტო: AP Photo/Anton L. Delgado
მას შემდეგ, რაც კამბოჯაში ნაღმების გაუვნებლების პროცესი ოფიციალურად 1992 წელს დაიწყო, მთავრობის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გაუვნებლებულია 1.1 მილიონზე მეტი ნაღმი და დაახლოებით 2.9 მილიონი ომის სხვა ასაფეთქებელი ნარჩენი.
ამ საქმეში აფრიკული გიგანტური ვირთხებს თავისი წვლილი შეაქვთ.
"თითქმის ყოველდღე ვმუშაობთ ერთად, ამიტომ ვუახლოვდებით ერთმანეთს," — ამბობს მოტი. "ძალიან მეგობრულები არიან — არც გარბიან, არც ეშინიათ. ოჯახივით არიან ჩვენთვის."
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები