"ოცნების" პოლიტსაბჭო 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა. ოცნების პოლიტიკური საბჭო განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე უხეშ თავდასხმად აფასებს და განცხადებაზე ხელმომწერებს მოუწოდებს საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
"17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში "დიპ სტეიტის" აგენტურის, კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.
ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო," — აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების საბჭოს განცხადებაში ევროპელ მინისტრებს "ჩინოვნიკებად" მოიხსენიებს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ "პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას" ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა. კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ", — წერია განცხადებაში.
ოცნების პოლიტსაბჭოს განმარტებით, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადება კიდევ ერთ დეზინფორმაციას შეიცავს — აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით.
"წერილი შეიცავს კიდევ ერთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, აქტივისტები "უსამართლოდ არიან დაკავებული". ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ძალადობრივ მცდელობას გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ USAID, NED, EED და სხვა მსგავსი ფონდები და ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები. მათვე შერაცხეს ბრუტალური ძალადობა "მშვიდობიან პროტესტად", რასაც საბჭოური პროპაგანდაც კი არ იკადრებდა. როგორც ცნობილია, მოძალადე მომიტინგეების მიმართ წარმართული ყველა პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. ამასთან, დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილზე ხელმომწერ ჩინოვნიკებს შევახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მოძალადიდან მხოლოდ 30-მდე მოძალადეა დაკავებული, რაც გამოძიების მაღალ სტანდარტს ადასტურებს. ხელმომწერებს ასევე შევახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში და სხვა შესაბამის ევროპულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისთვის მრავალწლიანი (მათ შორის 5-8 წელი) პატიმრობაა გათვალისწინებული
როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ რუმინეთში მომხდარი გაუგონარი ამბავი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ არჩევნები საერთოდ გაუუქმეს, ხოლო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ევროპული ბიუროკრატიისგან, რომელმაც დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის ამ აქტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული დემოკრატიის დაწუნება სრულიად უადგილოა," — აღნიშნულია განცხადებაში.
ოცნების პოლიტსაბჭო ევროპელი პოლიტიკოსების საპასუხოდ "დიპ სტეიტსაც" ახსენებს და განმარტავს, რომ ევროკავშირს ქვეყნებში მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
"შემაშფოთებელია დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილში მოცემული დირექტივაც იმის შესახებ, რომ უნდა "გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები". საუბარია კანონებზე, რომელთა მიზანი გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთაა. ყველა ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული "დიპ სტეიტის" არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი - ქვეყანას მართავს "დიპ სტეიტის" აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე "დიპ სტეიტმა" დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. "ბრექსიტის" საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც "დიპ სტეიტის" გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ "დიპ სტეიტი" მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და "დიპ სტეიტის" დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ "დიპ სტეიტის" სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ "დიპ სტეიტი" არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში.
დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა "დიპ სტეიტის" პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს", — წერს ოცნების პოლიტსაბჭო.
ოცნების პოლიტიკური საბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ" დაუშვებენ. მათი თქმით, საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო.
"ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო," — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება გაავრცელა. სადაც წერია, რომ განაგრძობენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.
ევროპელი მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან".
ვრცლად იხილეთ:
17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოზე განცხადებას ავრცელებენ
-
მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ბაზარი ორბელიანზე ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ბაზარი ორბელიანზე ბრუნდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკის საპირფარეშოში დედამ სცადა, მძიმეა ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკის საპირფარეშოში დედამ სცადა, მძიმეა
გადახედვა
-
ბათუმში კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს "ყელი გამოღადრა" ბათუმში კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს "ყელი გამოღადრა"
გადახედვა
-
გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება
-
ერიკ დეინს ეკრანებზე უკანასკნელად Euphoria-ს მესამე სეზონში ვიხილავთ ერიკ დეინს ეკრანებზე უკანასკნელად Euphoria-ს მესამე სეზონში ვიხილავთ
გადახედვა
-
მექსიკაში ნარკოკარტელის ლიდერი "ელ მენჩო" დაკავების ოპერაციის დროს მოკლეს მექსიკაში ნარკოკარტელის ლიდერი "ელ მენჩო" დაკავების ოპერაციის დროს მოკლეს
გადახედვა
-
NASA-ს მთვარის რაკეტას ახალი პრობლემა აქვს — ისტორიული მისია ისევ გადაიდო NASA-ს მთვარის რაკეტას ახალი პრობლემა აქვს — ისტორიული მისია ისევ გადაიდო
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო
-
რატომ არის iMac საჭირო 2026 წელს: პერსონალური კომპიუტერის უპირატესობები. ღირს თუ არა iMac-ის ყიდვა? მისი დადებითი მხარეები და თავისებურებები რატომ არის iMac საჭირო 2026 წელს: პერსონალური კომპიუტერის უპირატესობები. ღირს თუ არა iMac-ის ყიდვა? მისი დადებითი მხარეები და თავისებურებები
-
რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს? რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს?
გადახედვა
-
ბორჯომი წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს! ბორჯომი წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს!
-
აეროპორტში მიტოვებული ლეკვის აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა აეროპორტში მიტოვებული ლეკვის აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა
გადახედვა
-
კასპში ყოფილმა სამხედრომ 1 პირი დაჭრა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა კასპში ყოფილმა სამხედრომ 1 პირი დაჭრა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა
გადახედვა
-
შსს: აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, 3 სათბური და 28 კგ "მეთადონი" შსს: აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, 3 სათბური და 28 კგ "მეთადონი"
გადახედვა
-
Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად — ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად — ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი
-
გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა
-
Marty Supreme ყველაზე მეტი წაგებით BAFTA-ს ისტორიაში შევიდა Marty Supreme ყველაზე მეტი წაგებით BAFTA-ს ისტორიაში შევიდა
გადახედვა
-
ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
გადახედვა
-
რუსი მოთხილამურე სხვისი თხილამურების აღებისთვის ოლიმპიადიდან დისკვალიფიცირდა რუსი მოთხილამურე სხვისი თხილამურების აღებისთვის ოლიმპიადიდან დისკვალიფიცირდა
გადახედვა
-
თუ Adolescence მოგეწონათ, ნახეთ BBC-ის ახალი მინი-სერიალი — ბუზთა ბატონი თუ Adolescence მოგეწონათ, ნახეთ BBC-ის ახალი მინი-სერიალი — ბუზთა ბატონი
გადახედვა
კომენტარები