ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა, სანქციები ივანიშვილს - რა წერია ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში, რომელსაც დღეს განიხილავენ
სტრასბურგში, ევროპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საქართველოზე ანგარიშთან დაკავშირებით დებატები დღეს, 8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
კენჭისყრა 9 ივლისსა დაგეგმილი. 32-პუნქტიანი ანგარიში საქართველოს 2023-2024 წლების ვითარებას შეეხება და მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს.
ამას გარდა, ანგარიში ითხოვს, რომ დაუყოვნებლად დაწესდეს მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზე; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან — განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან — ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვის მიზნით.
ანგარიშში ევროკომისია "ღრმა სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტზე, რომ მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, მინიჭებული ისტორიული შანსი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად "ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია". მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, "უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა.
რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია "დე ფაქტო პრეზიდენტი" და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.
დოკუმენტის მიხედვით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ვერ მოახერხა წინსვლა — და პირიქით, უკუსვლა განიცადა — ევროკომისიის მიერ მითითებული ცხრა ნაბიჯის ძირითადი მიმართულებებით, მიუხედავად ხელისუფლებისგან ამის საწინააღმდეგო განცხადებებისა.
ანგარიშის მიხედვით:
"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გაგრძელების შედეგად, ასევე 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რაც მკაფიო გარდამტეხ წერტილად იქცა ავტორიტარული რეჟიმისაკენ მიმართული კურსის დასასმელად; ამას დაემატა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული უსაფრთხოების მექანიზმების არაკანონიერი ხელში ჩაგდება, და ანტიდემოკრატიული ხასიათის მქონე კანონმდებლობის მიღება, რაც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული; სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ არსებული კურსის გაუქმების გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სერიოზულად რისკის ქვეშ დგება, და მოუწოდებს ქართულ ოცნებას დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას".
ანგარიში "გმობს დაახლოებით 700 საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნას 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც უკავშირდება მათ მონაწილეობას ან მხარდაჭერას პროევროპულ საპროტესტო აქციებში; ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სახის რეპრესიები აქვეითებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, არღვევს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ამყარებს მმართველი რეჟიმის ავტორიტარულ ტენდენციებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შრომის კანონმდებლობის სტანდარტები და საჯარო მოხელეებს მისცეს უფლება, დაარეგისტრირონ პროფესიული კავშირი, რათა დაიცვან საკუთარი შრომითი უფლებები უსამართლო შეზღუდვებისგან; გამოხატავს შეშფოთებას საჯარო სამსახურში დანიშვნების მზარდი პოლიტიზაციის გამო და მოუწოდებს, გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც აუქმებს კონკურსის წესს საჯარო მოხელეთა დანიშვნისთვის და პირდაპირი დანიშვნის უფლებას ანიჭებს საჯარო უწყებების ხელმძღვანელებს; კვლავ აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს საჯარო სამსახურის იმ წარმატებული რეფორმიდან, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, და მოუწოდებს მათ გაუქმებას.
ხაზგასმით აღნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი გადახედვის აუცილებლობას საქართველოს მიმართ, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან უკან გადდაგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და წარმატებული ევროინტეგრაციის რეფორმებისთვის, არღვევს დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველს და კიდევ უფრო აძლიერებს მმართველი პარტიის ძალაუფლებას;
ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, იმის ფონზე, რომ საქართველო უხეშად არღვევს შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს, რაც მოიცავს დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას; კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობით შეწყვეტას;
გმობს იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები რეგულარულად ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, ლიდერებისა და პოლიტიკოსების, ასევე ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ; ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის რეჟიმი განაგრძობს მიზანმიმართულად ცრუ და ორაზროვან რიტორიკას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ნაწილისთვის მცდარი წარმოდგენის ჩამოყალიბებას, თითქოს პარტია კვლავ უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას; გულწრფელად წუხს იმის გამო, რომ მედია და საინფორმაციო გარემო იდევნება და ფაქტობრივად დომინირებულია ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელევიზიებისა და მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ავრცელებენ ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ ცრუ ნარატივებს, რითაც ემსგავსებიან და ხელს უწყობენ რუსეთისგან შთაგონებული პროპაგანდის გავრცელებას და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას;
ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის, ასევე სხვა ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების — ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის, და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის — პასუხისმგებლობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეგრადაციაზე, მათ მიერ დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობითა და ავტოკრატიული ძალაუფლების კონსოლიდაციის გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ; შესაბამისად, მოუწოდებს დაუყოვნებლად დაწესდეს მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, მის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზე; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან — განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან — ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვის მიზნით; გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საბჭოს გადაწყვეტილებების დაბლოკვას, რომელიც მიზნად ისახავს სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელ პირებზე; გმობს უნგრეთის მთავრობის ერთპიროვნულ ქმედებებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციის ხელშესაწყობად, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიში საქართველოზე მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და ანგარიშის საფუძველზე შემუშავებულ რეზოლუციას საგარეო კომიტეტში კენჭი უკვე უყარეს.
მიმდინარე წლის 4 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. მას 55 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 14-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4-მა — თავი შეიკავა. ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევჩიენემ მოამზადა.
- ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, სანქციები — რა წერია ახალ რეზოლუციაში?
- ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დებატები 8 ივლისს გაიმართება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
- "მოვუწოდებთ EU-ს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ" — ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება
- ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს
- 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
- ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის შესახებ დებატები გაიმართება, რომლის შემდეგაც რეზოლუციას მიიღებენ
- "ევროსკოპი": ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლებას ითხოვს
- ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე
-
უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
გადახედვა
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
კომენტარები