რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი ფაშინიანს "ანტიქრისტეს ანუსს" უწოდებს
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება RT-ის მთავარი რედაქტორი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს "ანტიქრისტეს ანუსს" უწოდებს.
სიმონიანმა მკაცრად გააკრიტიკა ფაშინიანი სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან მიმდინარე დაპირისპირების გამო და დაგმო მისი "შეტევები მსოფლიოში უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფო ეკლესიაზე".
"ფაშინიანი პირადად არ არის ანტიქრისტე, მაგრამ ანტიქრისტე რაღაც კოლექტიური, რაღაც დიდი არსებაა. ფაშინიანი შეიძლება იყოს ანტიქრისტეს პატარა თითი, ანტიქრისტეს აპენდიქსი. შეიძლება ეფენდი ფაშინიანი ანტიქრისტეს ანუსიც იყოს", — განაცხადა სიმონიანმა ვლადიმირ სოლოვიოვის ტელეგადაცემაში. მან ამ ვიდეოს შემოკლებული ვერსია ინგლისური სუბტიტრებით ტვიტერზეც გაავრცელა.
გადაცემის წინა დღის ჩანაწერში, სიმონიანი, რომელიც ეთნიკურად სომეხია და სომხეთში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული, სომეხ ხალხს ფაშინიანის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა:
"სომხებო, თქვენ საკუთარ მიწაზე რას ელით? რომ თქვენს შვილებს თავი მოაჭრან და თქვენს ქალიშვილები ჰარამხანებში მოაქციონ — კიდევ ერთხელ?" — თქვა მან.
ბოლო კვირის განმავლობაში, სომხეთის ხელისუფლებამ ორი მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავა, რომლებიც ან გადატრიალების გეგმაში, ან მისკენ მოწოდებაში არიან ეჭვმიტანილნი.
დაკავებები ფაშინიანისა და მისი ცოლის, ანა ჰაკობიანის, მხრიდან სასულიერო პირებისადმი კრიტიკულ და სკანდალურ განცხადებებს მოჰყვა.
სიმონიანი ერთადერთი მაღალი რანგის რუსი ფიგურა არ ყოფილა, ვინც სომხეთის მთავრობის და ეკლესიასთან დაპირისპირების კრიტიკა გამოთქვა.
ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნული დაპირისპირება სომხეთის შიდა საქმედ შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ "ათასწლოვანი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ შეტევები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
"ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი და არ გვსურს, რომ ეს ეკლესია უსაფუძვლო თავდასხმების მსხვერპლი გახდეს," — აღნიშნა ლავროვმა.
პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ლავროვს მოუწოდა, თავი შეიკავოს სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები