ბალენსიაგაში სტაჟიორობაზე უარიდან ბრენდის ხელმძღვანელობამდე — დემნას შთამაგონებელი ამბავი
თუ თავდაჯერებულობა გაკლია, დემნას შენთვის მესიჯი აქვს — არასდროს დანებდე.
ფოტო: W Magazine
დემნა გვასალიამ, ქართველმა დიზაინერმა, რომელიც ახლახან დაინიშნა Gucci-ს კრეატიულ ხელმძღვანელად, ჟურნალ Vogue-თან მოდის სახლ ბალენსიაგაში გატარებულ 10 წელზე ისაუბრა. როგორც ვიგებთ, მისი წარმატების გზა სულაც არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი — თავიდან მას სტაჟიორობაზეც უარი უთხრეს.
მეილი, რომელშიც ბალენსიაგამ დემნას სტაჟირებაზე უარი უთხრა
"თქვენი აპლიკაცია გულდასმით განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად თქვენს კანდიდატურაზე არჩევანი არ შევაჩეროთ," — ვკითხულობთ წერილში
ფოტო: Balenciaga
დემნას მიერ ბალენსიაგას გარდაქმნისა და მისი შემოქმედებითი ღვაწლის პატივსაცემად Kering-ის, მოდის სახლის მფლობელი კომპანიის, სათავო ოფისში გამოფენა გაიხსნა. "ვფიქრობ, რომ ეს ათი წელი ჩემთვის საზღვრების მოშლის გზა იყო. "როგორ შეგვიძლია მოდის აღქმა სხვანაირად, განსაკუთრებით ფუფუნების კონტექსტში?" — ამბობს დემნა.
დემნასთვის მიძღვნილი გამოფენა
ფოტო: Balenciaga
გამოფენის პირველი ექსპონატი ბალენსიაგას მიერ დემნასთვის სტაჟიორობაზე უარის თქმის ამსახველი მეილია. მაშინ, 2007 წელს, დემნას ახალი დამთავრებული ჰქონდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის უნივერსიტეტი, ანტვერპის აკადემია. "კაცის ტანსაცმლის ხაზის სტაჟიორობა მსურდა, ინტერვიუ ჩამიტარეს და საბედნიეროდ, უარი მითხრეს," — უყვება დემნა Vogue-ს.
"საბედნიეროდ?" — უკვირს ჟურნალისტს.
"რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ ჩემი პროფესიული გზა სრულიად განსხვავებულად წარიმართებოდა, სტაჟირებაზე რომ ავეყვანე," — ამბობს დემნა.
დემნასთვის მიძღვნილი გამოფენა
ფოტო: Balenciaga
დემნა გვასალია ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და თამამი ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში. მან ბალენსიაგა გადაიქცია არა უბრალოდ ბრენდად, არამედ პლატფორმად, რომელიც მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა მოდის საზღვრებს, ესთეტიკას და თვით სისტემასაც კი. მისი დიზაინი არასდროს იყო მხოლოდ ტანსაცმელი — ეს იყო კომენტარი სამყაროზე, კულტურასა და პირად იდენტობაზე.
დღეს, ათწლეულის შემდეგ, დემნას კარიერაში ახალი ფაზა იწყება — მინიმალიზმის, სიღრმისეული ხელოვნებისა და ნაკლები სიტყვების მოყვარული დიზაინერი სექტემბერში Gucci-სთვის შექმნილ პირველ კოლექციას წარადგენს. მან ბალენსიაგაში ათი წელი გაატარა, როგორც ავანგარდულმა ხელმძღვანელმა და ახლა მზად არის, განაგრძოს ეს გზა ახალი კუთხით, ახალი სივრციდან — თუმცა, ისევ იმავე სიმართლითა და თავხედური პირდაპირობით, რაც სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევდა.
ეს არ არის ფინალი, ეს არის გარდატეხის წერტილი — დემნასთვის და, შესაძლოა, მთელი მოდის სამყაროსთვის.
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
კომენტარები