ელენე ხოშტარია

23 Jun. 2025, 17:30

"დღეს კომიკურმა ავტოკრატებმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის შესახებ. ახლა ჩვენ მოვისმინეთ განაჩენი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომ ის წავა ციხეში. ასევე ჩატარდა ნიკა მელიას პროცესი და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნიკა მელიაც დაიჭირონ რაღაც გაუგებარი ბრალდებით. დღეს ხუთ საათზე, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვნახეთ დღეს ისტერიული განცხადება ირაკლი კობახიძის. ჰეზბოლას სტუმარი ირაკლი კობახიძის, რომელიც ამბობს, რომ არ აღიარების გამო ყველას დაიჭერენ ციხეში. დიახ, არ აღიარება არის მთავარი იარაღი. არ აღიარება არის, რაც მელიამ, გვარამიამ, ზურამ, ოქრუაშვილმა, ხაზარაძემ და ბადრიმ გააკეთეს. არ აღიარებენ, მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე. ამიტომ, სრული სოლიდარობა ყველას. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იგივე შემართებით. არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ჩამოშორება ამ ხალხის."

განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მამუკა ხაზარაძის დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს დღეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…