26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების თბილისსა და საქართველოს 8 ქალაქში გაიმართება — განრიგი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება. თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე დადებენ — კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში და სამეგრელოში.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს, თბილისსა და საქართველოს 8 დიდ ქალაქში 40-მდე მეტი მარში, საპროტესტო და სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება.
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:
თბილისი:
15:00 საათი — საჯარო მოხელეების მარში — "ეს დღე ჩვენია!" — რესპუბლიკის მოედანზე;
15:00 — საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში — საზოგადოებრივი მაუწყებელი;
15:00 საათი — პირველი რესპუბლიკის აღლუმი — წინაპრები და სოვლაბი — რესპუბლიკის მოედანი;
15:00 — 23:55 საათი, საქართველო კვლავ დაგიცავ! გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს — რუსთაველის გამზირი;
16:00 — საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია — კულტურის მარში — ფილარმონია;
17:00 — საქართველოს დამოუკიდებლობის მარში — "ძლიერი საქართველო" — მარჯანიშვილის მეტრო;
17:00 — ფედერალისტების მარში — რუსთაველის ძეგლი;
19:00 საათი — წინააღმდეგობის პლატფორმის ინიციატივით — ერთად დამოუკიდებლობისთვის! — პარლამენტის წინ;
20:00 საათი — ძალა სტუდენტების ერთობაშია! — პირველი კლასიკური გიმნაზია
21:00 საათი — საზოგადოებას მიმართავს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ქუთაისი:
19:00 საათი — დამოუკიდებლობისთვის! — მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! პროტესტის 180-ე დღე! — საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! წინააღმდეგობის 180-ე დღე! — იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ე.წ. "სკეიტ პარკის" ტერიტორიაზე
თელავი:
19:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! — მერია
გორი:
17:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! — საკრებულო
ახმეტა:
17:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! პროტესტის 180-ე დღე! — მერია
ახალციხე:
18:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! — შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჩხოროწყუ:
20:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! — მერია.
როგორც ღონისძიებების ორგანიზატორები წერენ, "რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს".
"1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა. 1991 წლიდან სსრკ-სგან განთავისუფლებულმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღედ კვლავ 26 მაისი აირჩია. 26 მაისი ჩვენი სამშობლოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ.
მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა!
და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც: რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად!ვიცავდით და კვლავ დავიცავთ!
ბოლომდე! ერთად!", — ნათქვამია 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის პარალელურად, ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისის შემეცნებით-გასართობი სივრცეები რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის ქუჩაზე მოეწყობა.
თავისუფლების მოედანზე გაიმართება ახალწვეულების ფიცის საზეიმო მიღება. 17:10-ზე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა იქნება ორბელიანის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც ასევე სატელევიზიო ეთერით იქნება უზრუნველყოფილი.
"თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია" — ნათქვამია 15 აპრილს გამოცემულ განკარგულებაში.
- მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- 26 მაისის ღონისძიების გამო, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია
- 26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქცია-ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყება — რა იგეგმება?
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები