რა ილაპარაკა სასამართლოზე ექსპერტმა, რომელმაც დგებუაძის ლოყას სილის გაწვნიდან მეორე დღეს ექსპერტიზა ჩაუტარა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყას მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნიდან მეორე დღეს ექსპერტიზა.
ექსპერტის თქმით, მას არ ახსოვს სიწითლე აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს ლოყაზე და დასძინა, რომ "სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის".
"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას [ირაკლი დგებუაძეს] არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა.
იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის," — თქვა მან.
ჩხარტიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დგებუაძე მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში "სუსტ ტკივილს" უჩიოდა.
"როცა უშუალოდ ვამოწმებდი, ექსპერტიზის დროს, შესამოწმებელი პირი უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. უკავშირებდა თუ არა ფაქტს, ჩემთვის ცნობილი არ არის,"— განაცხადა აჭარის ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა, გიგი ჩხარტიშვილმა.
დგებუაძეს გარდა, იმაზე დღეს მზია ამაღლობელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. ჩხარტიშვილის განცხადებით, ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
"იმავე დღეს წარდგა მოქალაქე მზია ამაღლობელი, 15:24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს," — თქვა მან.
შეგახსენებთ, 8 მაისს, წინა სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაიკითხა. დგებუაძე სწორედ ის პოლიციელია, ვისზე "ფიზიკურ თავდასხმასაც" ედავებიან მზია ამაღლობელს.
პოლიციის უფროსმა სასამართლო პროცესზე ისევ გაიმეორა, რომ მან სილის გაწვნისგან იგრძნო ტკივილი და რატომღაც "ეს ფაქტი სასაცილოა საზოგადოებისთვის".
"ჩემს მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. კითხვა მაქვს ლოგიკური: სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან... ქართულს კარგად ვსწავლობდი: თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს, მე განვიცადე ტკივილი," — თქვა დგებუაძემ.
ასევე იხილეთ:
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები