ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერას ეხმაურებიან
6 მაისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI აქტი" — "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი" 80%-იანი მხარდაჭერით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.
"MEGOBARI აქტი" ოპოზიციური პარტიის ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის ბრიფინგზე ქართულ ოცნების წარმომადგენლებს, სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მოუწოდა, რომ მათ კიდევ აქვთ დრო შეწყვიტონ მოქალაქეების დევნა და მათმა შვილებმა ცივილიზებულ სამყაროში იცხოვრონ.
გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი "MEGOBARI აქტით", საქართველო შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს, მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი.
"მინდა, მივულოცო საქართველოს დემოკრატიას. მინდა მივულოცო ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილად ყოფნას უჭერს მხარს. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი, ორპარტიული გადაწყვეტილება, რომ "MEGOBARI აქტი" იყოს მიღებული.
მე დავიწყებ მიმართვას ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. საქართველოს გზა არის დემოკრატია. ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ორი ნაბიჯი დარჩა, რომელიც, როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა, უდიდესი უმრავლესობით, შესაბამისად, საქართველო შეფასებულია, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს. მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომ ჰქვია ამ აქტს "მეგობარი ხალხი".
მივმართავ ყველას, მათ შორის, საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს: შეჩერდით! ემსახურეთ ქართველ ხალხს, თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები. შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში არ დამარცხდება, თქვენ, შესაძლოა დამარცხდეთ პირადად. თითოეული თქვენგანი, ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში მიიღეთ მონაწილეობა," — აღნიშნა გვარამიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წარმომადგენელთა პალატის მიერ "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ კანონის სუსხს ქვეყანაში ყველა "ქოცი" იგრძნობს. ჯაფარიძე განმარტავს, "ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, ქართული ოცნების რეჟიმი ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული".
ჯაფარიძემ ასევე დასძინა, რომ 5-თვიანმა პროტესტმა, აქციებმა და თავისუფლების ბრძოლამ საქართველოს ეს შედეგი მოიტანა და მსვლელობა დააანონსა — "რაც გუშინ ვნახეთ. 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი, სხვადასხვა ლოკაციიდან ეწყობა მსვლელობები, "კოალიციის" მსვლელობა "ავლაბრის" მეტროდან 17:00 საათზე დაიწყება".
"ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავიდა გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში მოხდა კენჭისყრა, მაღალი მხარდაჭერა, რომელიც ამ კანონმა მიიღო, აჩვენებს ცხადად, რომ ამ კანონს არ ექნება დაცვის პრობლემა არც სენატში და მას მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოში არსებულ რეალობასთან და არსებულ რეჟიმთან მიმართებით. კანონპროექტის სულისკვეთება ცალსახაა, მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. კანონპროექტი ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს. ერთი, ეს არის ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში საუბარი უძრავ ქონებაზე არ არის, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობენ და მეორე, ეს არის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დოკუმენტი, როგორ უნდა გადაიხედოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.
ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს, ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული, ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს რა ემართებათ, ნებისმიერს შეუძლია ნახოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს იგრძნობს ყველა "ქოცი" ამ ქვეყანაში. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ტიპის აქციებში იღებს მონაწილეობას. ამ 5-თვიანმა პროტესტმა, აქციებმა და თავისუფლების ბრძოლამ ეს შედეგი მოიტანა, რაც გუშინ ვნახეთ. 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი, სხვადასხვა ლოკაციიდან ეწყობა მსვლელობები, "კოალიციის" მსვლელობა "ავლაბრის" მეტროდან 17:00 საათზე დაიწყება," — განაცხადა ჯაფარიძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, შესწავლილი და სანქცირებული იქნება, მოყოლებული 2014 წლიდან. მისი თქმით, დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები.
"ვულოცავ ყველას. პირველ რიგში, მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, ყველა რეპრესირებულ, დაჯარიმებულ ადამიანს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც გამოაგდეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უპრეცედენტოდ, მთელი მსოფლიოს დასანახად და ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკელების აღფრთოვანებით ამდენი დღის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის, თუ ფიზიკური უსაფრთხოების ხარჯზე დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად. ჩვენ გვქონია დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ — დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე! ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, ორპარტიული სისტემური ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ, იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარე ძალა, რომელიც ქართველი ხალხის, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველო შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა ამას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქცირებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან. დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ამერიკასთან ჩვენ გაგვეხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები, უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად," — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს "MEGOBARI აქტი", რაც ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. როგორც ვაშაძე Facebook-ზე წერს, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.
"მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს "MEGOBARI აქტი".
ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა — 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება "ოცნებასთან", გაიზიარებს მის ბედს. ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!" — წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "MEGOBARI აქტი" რეალურად ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც "რუსულმა ოცნებამ" ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა." მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ნამდვილად იქცა "ქართულ კოშმარად".
"MEGOBARI აქტი", რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც "რუსულმა ოცნებამ" ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!
კი, ქართული ოცნება ნამდვილად იქცა "ქართულ კოშმარად", როცა ღირსება აყარა სასამართლოს; მოკლა ინსტიტუციები; ფიზიკურად იძალადა ხალხზე; დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას; დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე; დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.
დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და "MEGOBARI აქტი" სწორედ ამის წინაპირობაა!
გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას," — წერს ხაზარაძე.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "MEGOBARI აქტის" მიღება ივანიშვილისთვის მკაცრი გაფრთხილებაა. მისი შეფასებით, აქტის მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
ბოკუჩავამ ასევე დასძინა, რომ მომავალ კვირას ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აშშ-ში გაემგზავრებიან, რათა სენატში განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშაონ, რადგან „MEGOBARI აქტმა“ სენატშიც ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვოს.
"გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, უდიდესი უმრავლესობით "MEGOBARI აქტი" მიიღო, რაც ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევაა. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძვის.
მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს "MEGOBARI აქტს" — 168 კონგრესმენი "რესპუბლიკელია", ხოლო 181 "დემოკრატი". ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ეს გახდება საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი.
იცით, რომ "MEGOBARI აქტის" ინიციატორი, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს.
"მეგობარი აქტის" მიღება, ასევე ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან — 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით, უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ, ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი — ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი დგას," — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია ხალხისთვის — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ჩიხშია და ქართველ ხალხს აქტის მიღება მოიულოცა.
"მეგობრებო, გილოცავთ, ამერიკის თემთა პალატამ "MEGOBARI აქტი" ორ პარტიული უმრავლესობით მიიღო. ახლა დაველოდოთ სენატს. სულ მალე ახალი რეალობა დაგვიდგება. ქართული ოცნება ჩიხშია," — წერს ანა დოლიძე.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძის თქმით, "MEGOBARI აქტის" გავლენას "ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს".
დეკაონოიძემ ასევე დასძინა, რომ აქტის გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტუტუტების წარმომადგენლებზე.
"MEGOBARI აქტის" გავლენა, ასევე, წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ დავალებებს აძლევდა, არამედ ასრულებდა.
ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს ამ გავლენას, ისევე როგორც, იანუკოვიჩის ხელისუფლებაზე აშშ-ს მიერ სპეციალურად გავრცელებული სენატორ პატრიკ ლიჰის აქტი. თუმცა, MEGOBARI გაცილებით ძლიერია.
კიდევ ვერ ხვდებიან — რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა," — წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
- სალომე ზურაბიშვილი: უნდა გვიხაროდეს დღეს, რომ დასანქცირდებიან ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში
- ჯო უილსონი: "MEGOBARI აქტი" ითვალისწინებს სანქციებს "ქართული ოცნების" ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის
- ჯონი ოლშევსკი: "MEGOBARI აქტი" ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში
- სტივ კოენის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, სანქციები დაუწესდებათ
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBARI აქტი" 349 ხმით მიიღო
-
გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ იცი ქართული ენა თუ სპორტულმა კომენტატორმა? ქვიზი: შენ უკეთ იცი ქართული ენა თუ სპორტულმა კომენტატორმა?
-
ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს
გადახედვა
-
სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა POG: შსს-ს თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს
გადახედვა
-
ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ
გადახედვა
-
ტესტი: არჩევ თუ არა ზღვებსა და ტბებს ერთმანეთისგან? ტესტი: არჩევ თუ არა ზღვებსა და ტბებს ერთმანეთისგან?
-
ჯეინ ეარის ახალ ეკრანიზაციას იღებენ — ვინ ითამაშებს მთავარ როლს სერიალში ჯეინ ეარის ახალ ეკრანიზაციას იღებენ — ვინ ითამაშებს მთავარ როლს სერიალში
გადახედვა
-
7 რამ, რასაც ჩატბოტების გამოჩენამდე ვაკეთებდით 7 რამ, რასაც ჩატბოტების გამოჩენამდე ვაკეთებდით
გადახედვა
-
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
-
PACE-ისდეპუტატებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში მომიტინგეების ქიმიური საშუალებით მოწამვლაზე კითხვებით მიმართა PACE-ისდეპუტატებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოში მომიტინგეების ქიმიური საშუალებით მოწამვლაზე კითხვებით მიმართა
გადახედვა
-
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას მოითხოვენ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას მოითხოვენ
გადახედვა
-
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით — თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით — თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
-
ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ნახეთ 10 ფოტო ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ნახეთ 10 ფოტო
გადახედვა
-
კანადა უკრაინას 300 მლნ კანადური დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს კანადა უკრაინას 300 მლნ კანადური დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105-ე წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას" შალვა პაპუაშვილი: "105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105-ე წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას"
გადახედვა
კომენტარები