სტივ კოენის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, სანქციები დაუწესდებათ
ფოტო: The Hill
დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში "MEGOBARI აქტის" განხილვაზე განაცხადა, რომ ის შეაფასებს "ქართული ოცნების" ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ.
"ვამაყობ, რომ ვარ "MEGOBARI აქტის" წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო უილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს "ქართული ოცნების" ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთსა და პუტინთან დაახლოებას. დაბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ", – განაცხადა სტივ კოენმა.
სენატორმა სიტყვთ გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, "ქართველი ხალხი, 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას".
"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ქართული ოცნება გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების წინააღმდეგ მოაწყო რეპრესიები, მათ შორის, აკრძალა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში, გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა სასამართლო, რათა არასამართლიანად დაეპატიმრებინა და ბრალი წაეყენებინა აქციის მონაწილეებისთვის. ქართველი ხალხი, 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს. ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას", — განაცხადა სტივ კოენმა პირველი არხის თარგმანი).
6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა. მის წინააღმდეგ ხმა 42-მა კონგრესმენმა მისცა.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები MEGOBARI აქტის შესახებ. სიტყვით გამოვიდა ხუთი კანონმდებელი, სამი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი: რესპუბლიკელები — ბრაიან მასტი (პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჯო უილსონი და უორენ დევიდსონი და დემოკრატები ჯონი ოშესკი და სტივ კოენი. აქედან ოთხმა მხარი დაუჭირა MEGOBARI აქტის მიღებას, ერთი, რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი წინააღმდეგი იყო.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები