თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე: "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის"
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის "უაზროდ გაიწირა" .
"მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ — ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ," — განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა ისიც თქვა, რომ "გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა [ზაზა გოგავამ] საომარი მოქმედებიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგან მას ასე დაავალა სააკაშვილმა".
"გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგან მას ასე დაავალა სააკაშვილმა [...] იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა რომ შეხედეთ ხალხო, მსოფლიო, შეხედეთ რუსეთი რა ბოროტია, თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი", — განაცხადა წულუკიანმა.
ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დაამატა, რომ ზაზა გოგავამ კომისიის სხდომაზე ხმა აიმაღლა, რაც არ "დაითმინა". მისი თქმით, გოგავა "ისე უწევდა ხმას, გეგონება მოგებული ომის გენერალი იყოს".
შეგახსენებთ, 27 მარტს ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში 2008 წლის ომს განიხილავდნენ. კომისიის მდივან სოზარ სუბარის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იარაღის ნაწილი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, გამოუსადეგარი იყო საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაზეც გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ ეს არის "ძალიან ცუდი ბრალდება".
"ძალიან ცუდი ბრალდებაა, მეორედ არ გაიმეოროთ! არასწორი ბრალდებაა ნებისმიერ სამხედროსთან! მომიყვანეთ ნებისმიერი სამხედრო, დამელაპარაკოს, რა არ ვარგოდა, რა ეჭირათ და რით დაამთავრეს ომი?! ასე არ შეიძლება ადამიანის ამოთხვრა ტალახში, ზოგიერთმა თავისი დეზერტირობა და მაიმუნობა რომ დამალოს!", — განაცხადა გოგავამ.
28 მარტს, პარლამენტთან, მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფა გაეპროტესტებინათ. პოლიციამ აქციის 2 მონაწილე თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი დააკავეს. დაკავების მომენტში თაკო კურატიშვილი ხელში ბანერი ეჭირა წარწერით — "ანწუხელიძე უკვდავია".
ასევე იხილეთ:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები