თეგეტამ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ბრენდი ოფიციალურად წარადგინა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა
თეგეტა აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს. შეთანხმება მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. Bridgestone-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ქართულმა კომპანიამ პარტნიორებსა და მომხმარებელს ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Four Seasons-ში ღონისძიებას, თეგეტასა და Bridgestone-ის დელეგაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესწრეებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ პრემიუმ ბრენდსა და ჩვენს 26-წლიან პარტნიორს, Bridgestone-ს უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზეც წარმოვადგენთ. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა თეგეტასთან პარტნიორობით დაიწყო და დღეს უკვე რეგიონული დილერობაც ჩვენ გვანდო. დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალური დილერობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ თეგეტას ხედვები ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს წარვუდგინეთ.
თეგეტა მუდმივად ზრუნავს ბიზნესის გაფართოებაზე და, ამასთან ერთად, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამორჩეულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიის სექტორში ყველა კომპონენტი, თუ მიმართულება ეტაპობრივად ავითვისოთ და რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ პოზიციები, როგორც სანდო მიმწოდებელმა და პარტნიორმა, რომელსაც ბიზნესსაქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს".
ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე, საერთო ჯამში, 150-მა სტუმარმა ყველა იმ სერვისისა და მომსახურების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რასაც თეგეტა მოტორს ბაქო მეზობელი ქვეყნის ბაზარს Bridgestone-თან თანამშრომლობით სთავაზობს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ფოტო: თეგეტა მოტორს
სამუელ მასარდი, Bridgestone Middle East, CIS & PAF რეგიონული დირექტორი: "თეგეტასთან პარტნიორობის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, Bridgestone-ის პრემიუმ საბურავები კავკასიის რეგიონის ბაზარზს შევთავაზოთ. ამიერიდან, ჩვენი ერთგულება ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინოვაციების მიმართ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელამდე მიაღწევს. თეგეტასთან 26-წლიანი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ინტერესებს, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებზე."
თეგეტა მოტორსი ბაქოში უკვე თითქმის 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს საცალო, კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით სრულ საავტომობილო მომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე წელს, თეგეტა მოტორსი აზერბაიჯანში Bridgestone-ის წარმოების 100 000 საბურავის რეალიზაციას აპირებს. ამასთანავე, იგეგმება ფილიალების ქსელის ეტაპობრივი გაფართოებაც.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ალექსანდრე ბეროშვილი, თეგეტა მოტორს ბაქოს დირექტორი: "დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის სულ უფრო ვითარდება. თეგეტა მოტორსის პირველი წარმომადგენლობა 2017 წელს გაიხსნა ბაქოში და, მას შემდეგ, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავტოსერვისითა და პროდუქციით უზრუნველვყოფთ. ახლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მოქალაქეებს Bridgestone-ის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავები მივაწოდოთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა, როგორც საცალო, ისე საბითუმო მომხმარებელი და ის კომპანიები, რომლებიც სამთო-მომპოვებელ, თუ ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევიან. პროდუქციასთან ერთად, მათ საბურავების მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებასაც ვთავაზობთ, რაც სატვირთოების შემთხვევაში გარბენის მიხედვით განისაზღვრება. ვცდილობთ, გავაფართოოთ მიწოდების ჯაჭვი და მეტად ხელმისაწვდომი და მოქნილი გავხადოთ მომსახურება".
ცნობისათვის, Bridgestone-სა და თეგეტას შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა და პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. ამასთანავე, სწორედ Bridgestone-ის ბრენდთან თანამშრომლობით დამკვიდრდა საქართველოში ზამთრის საბურავის გამოყენების პრაქტიკა, რამაც უსაფრთხო გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
Bridgestone 30-მილიარდიანი შემოსავლით 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მის პორტფელში დიდი წილი უჭირავს ქართულ კომპანიას, თეგეტას, რომელიც დღეს მსოფლიო ბრენდის სანდო პარტნიორი და რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები