კრემლიდან ოსკარებამდე — რატომ გამოიწვია მაყურებლის უკმაყოფილება "ანორას" ტრიუმფმა?
ფოტო: TASS
გუშინ ლოს-ანჯელესში კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება, რიგით 97-ე ოსკარების ცერემონია ჩატარდა, სადაც მაყურებელთა უმრავლესობის მოლოდინების საპირისპიროდ, შონ ბეიკერის ანორამ 5 ოსკარი მოიგო. ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა საუკეთესო მონტაჟის ნომინაციებში გაიმარჯვა. ანორაში მონაწილეობისათვის მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მოიპოვა მაიკი მედისონმა, შონ ბეიკერმა კი — საუკეთესო რეჟისორის. ერთი სიტყვით, ფილმმა ისტორია დაწერა — ბეიკერამდე ერთ ფილმში ამდენი ოსკარი არავის აუღია.
მიუხედავად ფილმის საერთაშორისო წარმატებისა, მაყურებელი კინოაკადემიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. არა იმიტომ, რომ გამარჯვებას სხვა ფილმები უფრო იმსახურებდნენ — ეს ინდივიდუალური გემოვნების საკითხია. არამედ იმიტომ, რომ ფილმის მსახიობები მჭიდროდ არიან დაკავშირებული კრემლთან და რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების პროპაგანდისტებად მიიჩნევიან.
ვინაა იურა ბორისოვი?
ფოტო: Getty Images
იურა ბორისოვი რუსი მსახიობია, რომელიც ანორაში იგორის, ერთ-ერთი განსტერის როლს ასრულებს. კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობის კაცის ნომინაციაშიც იყო წარდგენილი.
ბორისოვმა რუსეთში სახელი პატრიოტულ ფილმებში მონაწილეობით გაითქვა. ერთ-ერთი ასეთი ფილმია AK-47, რომელშიც ბორისოვი მიხაილ კალაშნიკოვის როლს ასრულებს. ფილმი ყირიმის ანექსირებულ ტერიტორიაზეა გადაღებული, რის გამოც პროექტს საერთაშორისო კრიტიკა ხვდა წილად. მსახიობის ერთ-ერთი მთავარი როლია, ასევე, T-34-ში, საბჭოთა ტანკის შესახებ გადაღებულ ფილმში განსახიერებული ჯარისკაცის პერსონაჟი. ფილმი კრემლის დასპონსორებითაა გადაღებული.
მართალია, 2022 წელს რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ ბორისოვს რუსულ პროპაგანდისტულ ფილმებში მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა, დასავლეთში მოღვაწეობის პარალელურად, ის უკრაინისადმი აგრესიას არ გმობს და რუსეთში კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პოპულარულ სახედ მიიჩნევა, რომლის საერთაშორისო წარმატებას კრემლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "დასავლეთის მიერ აღმართული კულტურული კედლის" ნგრევას უწოდებს და ტაშს უკრავს.
"ყველა იურაზე საუბრობს," — ამბობს The New York Times-თან კატია მწითურიძე, მოსკოველი კინოკრიტიკოსი და Variety Russia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი — "შონ ბეიკერი თითქმის რუს რეჟისორადაა აღქმული. ამ ფილმში რუსები კარგები და გულწრფელები არიან — ჭეშმარიტი ჩეხოვის პერსონაჟები."
ბორისოვის ოსკარის ნომინაცია რუსეთში ხმამაღლა აღნიშნეს. ერთ-ერთი ცნობილი სახე, რომელმაც ანორას ვარსკვლავს წარმატება მიულოცა, ქართული წარმოშობის რუსი პროპაგანდისტი და მედია კონგლომერატის, Gazprom Media-ს თავმჯდომარე, თინა კანდელაკია. "გილოცავ ნომინაციაზე წარდგენას. ჯერ დაელოდე, იურა! ყველაზე დიდი პრემიერები წინ გელოდება," — დაწერა კანდელაკმა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია და პუტინის ჯარის მიერ უკრაინაში შეჭრას ხმამაღლა უჭერს მხარს.
იურა ბორისოვი, მაიკი მედისონი და მარკ აიდელშტეინი
ფოტო: TASS
ბორისოვი ანორას ქასთის ერთადერთი რუსი მსახიობი არაა. ფილმის ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟს განასახიერებს მარკ აიდელშტაინი, რომელმაც პოპულარობა რუსულ ფილმში საშას ქვეყანა მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ეკრანებზე 2022 წელს გამოსული ფილმი დიდწილად ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეა გადაღებული და რუსული დამპყრობლური პოლიტიკის პროპაგანდისტულ ნარატივს ავრცელებს. ფილმი Central Partnership-ის მიერაა დასპონსორებული, რომელიც რუსული გაზის სახელმწიფო კომპანიის, გაზპრომის მფლობელობაში შედის და საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული.
Telegraph-ის ინფორმაციით, ჰოლივუდში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, აიდელშტაინი და ბორისოვი რუსულ პროექტებში მონაწილეობას აგრძელებენ. მსახიობების წარსულისა და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერის გამო, უკრაინელი და უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტები კინოაკადემიას გულგრილობაში ადანაშაულებენ. კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლის აზრით, ანორა, რომელიც რუსი ოლიგარქის შვილზე მოგვითხრობს, ოლიგარქიას რომანტიკული პერსპექტივიდან გვიჩვენებს და მის დამანგრეველ ეფექტებს სრულიად აიგნორებს, ამიტომ ფილმის წარმატება კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
იხილეთ ასევე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები