"ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია" — პალესტინელი და ისრაელელი რეჟისორების სიტყვა ოსკარზე
ფოტო: Variety
კინოაკადემიის რიგით 97-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ფილმმა No Other Land გაიმარჯვა. კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში პირდაპირი ტრანსლაციით ასობით მილიონი ადამიანი უყურებს, ოსკარის ასაღებად რეჟისორები იუვალ აბრაამი, ბაზელ ადრა, ჰამდან ბალალი და რეიჩერ სზორი ავიდნენ და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე მსოფლიოს მიმართეს.
"მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ პალესტინელი ხალხის ეთნიკური წმენდისა და უსამართლობის შესაჩერებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგან," – თქვა ადრამ, პალესტინელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა — "ორი თვის წინ მამა გავხდი და ვიმედოვნებ, რომ ჩემს ქალიშვილს იმავე ცხოვრების გამოვლა არ მოუწევს, როგორც მე. No Other Land იმ მძიმე რეალობას ასახავს, რასაც უკვე ათწლეულებია ვუძლებთ და მაინც არ ვნებდებით."
კადრი ფილმიდან No Other Land
ფოტო: European Film Academy
აბრაამმა, ისრაელელმა ჟურნალისტმა, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ იყო ეს ფილმი ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კოლაბორაცია. "ეს ფილმი ჩვენ, პალესტინელებმა და ისრაელელებმა გადავიღეთ, რადგან ერთად, ჩვენი ხმები უფრო ძლიერად ისმის. ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, ვუყურებთ ღაზას და მისი ხალხის განადგურებას, რაც აუცილებლად უნდა შეწყდეს. 7 ოქტომბერს ძალადობრივად შეპყრობილი ისრაელელი მძევლები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ," — თქვა აბრაამმა.
No Other Land ისრაელელ-პალესტინელთა კოლექტივმა შექმნა. დოკუმენტური ფილმი პალესტინელი ოჯახის ცხოვრებას გვიჩვენებს, რომელიც ისრაელის მთავრობამ ღაზას დასავლეთ სანაპიროდან გადაასახლა. ფილმის გადაღებისას და ღაზაში მიმდინარე ნგრევისა და სიკვდილის ფონზე, ბაზელ ადრა და იუველ აბრაამი მოულოდნელად დამეგობრდნენ.
თავის გამოსვლაში იუველ აბრაამმა ისიც აღნიშნა, რომ მას და ადრას "უთანასწორო" ცხოვრებები აქვთ. "ჩვენ ისეთ რეჟიმში ვცხოვრობთ, სადაც მე სამოქალაქო კანონებით თავისუფალი ვარ, ბაზელი კი სამხედრო კანონების ქვეშ ცხოვრობს, რომლებიც მის ცხოვრებას ანადგურებს, ის კი ვერაფერს აკეთებს. სხვა გზას უნდა მივმართოთ, ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი ეთნიკური უპირატესობის გარეშე, ორივე ერის ეროვნული უფლებების დაცვით."
კადრი ფილმიდან No Other Land
ფოტო: Le Monde
აბრაამმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ხედვა ამ გზას ბლოკავს.
"რატომ ვერ ხედავთ, რომ ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია, რომ ჩემი ხალხი ნამდვილად უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ბაზელის ხალხიც თავისუფლად და უსაფრთხოდ იქნება?" — ჰკითხა აუდიტორიას აბრაამმა.
No Other Land-ის პრემიერა გასულ წელს ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა ჟიურისა და აუდიტორიის მთავარი პრიზები დაიმსახურა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტურ ნამუშევრად იქცა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები