თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება "TechXplore 2025”
ფოტო: თიბისი
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება — TechXplore 2025 გამართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
TechXplore 2025-ის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა.
ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ. აქედან პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექის მიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა.
- I ადგილი — KMsure | ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება;
- II ადგილი — ScanPay | მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა;
- ESG მიმართულების რჩეული — Effortless Minds | გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლში და მდგრადი არჩევანის გაკეთებაში ეკომეგობრული შეძენების წახალისებით:
- ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი AI IA | გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.
TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და აქტიურად იყვნენ ჩართული Agile ქოუჩები, მენტორები და სფეროს წამყვანი ტექლიდები.
ღონისძიების პარტნიორი იყო Design Institute, რომელმაც მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები.
მენტორინგ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია "Space International”-ის ტექლიდები, რომლებმაც ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს.
TechXplore 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის მოწინავე როლი ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში.
პროექტი "TBC X USAID — ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ, თიბისი IT აკადემიასთან პარტნიორობით, 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი საქართველოდან, მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები