"ოცნების" წარმომადგენლები ტვ პირველის ოპერატორის დაკავებას ეხმაურებიან
18 თებერვალს, ტვ პირველის ოპერატორის დაკავების ფაქტზე, ჟურნალისტებმა ოცნების დეპუტატებს მიმართეთ კითხვით: როგორ გავარჩიოთ გამტაცებელი პოლიციელისგან?
ვლადიმერ ბოჟაძე
ქართული ოცნების დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ადამიანებს არ იტაცებენ და პოლიციას უნდა ვენდოთ.
ბოჟაძეს თქმით, გატაცების შემთხვევაში გამტაცებელს უნდა ვკითხოთ, პოლიციელია თუ არა, შემდეგ 112-ში დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. კითხვაზე — გამტაცებელსაც ხომ შეუძლია მოიტყუოს რომ პოლიციელია, ის ადასტურებს, რომ ეს შესაძლებელია.
"ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ იტაცებენ. უნდა კითხოთ გამტაცებელს, პოლიციელები არიან თუ არა. პოლიციას უნდა ენდოთ, თუ აღმოჩნდები გატაცებული, მერე მოითხოვთ 112-ში დარეკვას დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ,” — განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
გია ვოლსკი
ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, პოლიციელის და გამტაცებლის გარჩევა იმის მიხედვით მოხდება თუ სად აღმოჩნდება გატაცებული — სასაფლაოზე თუ საგამოძიებო ოთახში.
"გარჩევა როგორ ხდება იცი? სად აღმოჩნდება: აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები [ნაციონალური მოძრაობა] კლავდნენ, თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს," — განაცხადა გია ვლოსკიმ.
რიმა ბერაძე
"გამტაცებელი ცუდი სიტყვაა" — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ. დეპუტატის აზრით, თუ პოლიცია "წაიყვანს" მოქალაქეს, ე.ი ამის შესაბამისი გარემოებები არის.
"დაესხა ცუდი სიტყვაა, ალბათ რაღაცა დანაშაული იყო, ან დაუმორჩილებლობა, ან რაღაცა, არა მაქვს პასუხი, ამას თვითონ პოლიციელი გაარჩევს.
გამტაცებელი ცუდი სიტყვაა, ნუ ახსენებთ ამას - ნამდვილად არ ვიცი, არ მინახავს, გვიან დავბრუნდი სახლში.
თუ პოლიციამ წაიყვანა, ალბათ იყო ისეთი ქმედება, დაველოდოთ რას იტყვის შსს," —განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 19 იანვრის ღამეს, თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა პირებმა დააკავეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
"ვბრუნდებოდით სახლში, ქუჩა სრულიად ცარიელი იყო და დროშიანი ბიჭი მირბოდა, უკან მისდევდა სრულიად შავებში ჩაცმული 10 ადამიანი და მივხვდით, რომ რაღაც არ იყო რიგზე. მანქანასთან მიიმწყვდიეს, ეგრევე ჩამოვედით მანქანიდან და ჩავრთეთ ლაივი. რომ დაგვინახეთ ვიღებდით, ნიღბები გაიკეთეს," — ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე იხილეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები