"ქართული ოცნების" წარმომადგნელები ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანებიან
15 თებერვალს, ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულები 4 და 5 წლის ბავშვები არიან.
ტრაგედიის ადგილზე მისულ აჭარის ოცნების მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძემ კითხვაზე თუ რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები, ჟურნალისტებს ბრალი დასდო, რომ ისინი "სპეკულაციებს ცდილობდნენ" და ყველას "მშვიდობის შენარჩუნება" ურჩია.
"ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. [...] დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია, ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ, [...] დამშვიდდით, მოსახლეობა ისედაც აღელვებულია," — თქვა აჭარის აჭარის ოცნების ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძემ.
მოგვიანებით, შემთხვევას, სამშენებლო კომპანია ანაგიც გამოეხმაურა. ისინიც უარყოფენ, რომ უბედური შემთხვევის ადგილას მათ არანაირი მშენებლობა არ უწარმოებიათ და გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედანზე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია, " — წერს სამშენებლო კომპანია ანაგი.
მომხდარს მოგვიანებით, ოცნების სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
ირაკლი კობახიძე
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის”, — ნათქვამია ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძის თქმით "წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით" და სხვები ამ ტრაგედიას, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით იყენებენ.
მამუკა მდინარაძე
"ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…
პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბაშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!" — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აჭარის ოცნების მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძის თქმით უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
თორნიკე რაჟვაძე
"უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ, " — განაცხადა თორნიკე რაჟვაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძეს თქმით ტრაგედიის ადგილი არა სამშენებლო ტერიტორია, არამედ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გაკეთებული თხრილი, ხოლო სახლის დემონტაჟის შემდეგ „ეტყობა უყურადღებოდ დატოვეს“.
რამაზ ჯინჭარაძე
"სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი. [მფლობელმა] ბინა მიიღო და შესაბამისად, გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა," — აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილი
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას, " — წერია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, ოცნების ქალაქში მშენებლობის მეორე ეტაპის "მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ 8 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაში, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძე და აჭარის ოცნების მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ, აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები