ნონა ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა
ფოტო: რადიო თავისუფლება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების უკანონოდ დაკავებული დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და არ სურს, შიმშილობის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს — ამასთანავე, მზია ამაღლობელი "ვივამედიდან" კვლავ ციხეში გადაყვანას ითხოვს.
"მზია ამაღლობელი 32-ე დღეა აგრძელებს სრული ფორმით შიმშილობას. კანონმდებლობის თანახმად, "თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში".
პირველ ეტაპზე, საია-ს დაგვიანებით, მხოლოდ 2025 წლის 31 იანვარს გადაეცა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულის თაობაზე ციხის ადმინისტრაციას ეცნობა 2025 წლის 1-ელ თებერვალს. 2025 წლის 2 თებერვალს, საია-მ დამატებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შეექმნა სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2025 წლის 4 თებერვალს, განხორციელდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. 2025 წლის 6 თებერვალს, სახალხო დამცველმა შექმნა ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მზია ამაღლობელი მოინახულეს კლინიკაში და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას. ამ დროისთვის ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს წერილობით შეფასებას.
მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში", — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ პრესკონფერენციაზე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები