ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

30 Jan. 2025, 11:19

"ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში. საბოლო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას საპარლამენტო ასამბლეაში და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმც ასეთ ვითარებაში, რასაც დრეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობს არავითარი აზრი არ აქვს.

ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათე ხარისხოვანი ორგანო, ვიდრე, თუნდაც, ევროპარლამენტი – თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ