კახა კალაძე

კახა კალაძე

29 Jan. 2025, 14:57

"მინდა მზია ამაღლობელს ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად - შეცდომა დავუსვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება.

როცა ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მახსოვს რომელიმე ჟურნალისტისგან, პოლიტიკოსებიდან ვინმე გამოსულიყო და ეს დაეგმო. თქვენ ხართ ფარისევლები! თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ და არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები"

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10 000 ლარით…