აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსს და კიდევ 10 თანამშრომელს თავდასხმაში ადანაშაულებს
ფოტო: ბათუმელები
ბათუმში დაკავებული აქტივისტი თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
ადგილობრივ მედიასაშუალება ბათუმელებისთვის გაგზავნილ წერილში ქათამაძე აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, სამართალდამცავები რასისტულადაც შეურაცხყოფდნენ.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ქათამაძემ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას პოლიციელი თენგიზ კვირკველია ესწრებოდა. ცემის შემდეგ კვირკველიამ მას უთხრა, რომ "დეპორტაცია მოუწევდა".
ქათამაძე ადმინისტრაციული წესით 11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თემურ ქათამაძე რამდენიმე წუთში ხელახლა დააკავეს.
17 იანვარს აქტივისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მეორე დღეს სასამართლომ მას სამთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება სასჯელს ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში, დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტამდე, მოიხდის.
ქათამაძე მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთში გადასახლებული ქართველი მუსლიმების შთამომავალია. ბათუმელების მიერ გამოქვეყნებულ იმავე წერილში მან განაცხადა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად მრავალი მცდელობისა, საქართველოს მოქალაქეობა მაინც ვერ მიიღო.
"11 იანვარს ბათუმის პოლიციის განყოფილების წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჩემი უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ და 10 პოლიციელმა საკუთარ კაბინეტში 10 წუთის განმავლობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს", — წერს ბათუმელები ქათამაძის წერილზე დაყრდნობით.
"თავში და სახეზე მარტყამდნენ. ორი პოლიციელი დივანზე ხელებს მიჭერდა [როდესაც ვიჯექი]. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია შემდეგი სიტყვებით დამემუქრა: "ბოლოს და ბოლოს, შენც აქ ხარ, ფლაგმანი [საპროტესტო აქციებზე დროშით ყოფნას გულისხმობს] ბაბუა! […] ახლა მოგიწევთ დეპორტაცია".
"ცემის დროს უცენზურო სიტყვებით მაყენებდნენ შეურაცხყოფას [...] 10 პოლიციელმა, მათ შორის ირაკლი დგებუაძემ, მლანძღა. რასისტული სიტყვებს იყენებდნენ, "ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში? წადი აქედან"'.
ბათუმელების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ქათამაძე სამართალდამცავებს სთხოვდა, მისთვის "თურქი“ არ დაეძახათ.
"თურქს ნუ მეძახი, მე თურქი არ ვარ, სულით და გულით ქართველი ვარ", — ამბობდა ის.
"შემდეგ, ჩემი თანდასწრებით, იმავე კაბინეტში, გელა ბასილაძემ [რომელიც ჩემს ცემას და შეურაცხყოფას შეესწრო, ის გასცემდა ბრძანებას მოძალადე პოლიციელების მისამართით], თენგიზ კვირკველიასა და ბექა ღომიძესთან ერთად შეადგინეს ცრუ დაკავების ოქმი".
OC Media დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (სსს), რათა გაერკვია, დაიწყეს თუ არა გამოძიება ქათამაძის ბრალდებებზე. უწყება დაგვპირდა, რომ მოგვიანებით გამოგვეხმაურებოდა. სსს არის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის გამოძიებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირებულია ბოლო საპროტესტო აქციების დროს პოლიციელების მხრიდან მომიტინგეების ცემისა და ძარცვის ფაქტები, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები