ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ყოფილ ჩინოვნიკებს ციხეში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებას აიძულებდა
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის მიერ მოპოვებულ "დაზვერვის ინფორმაციაზე" დაყრდნობით, აზერბაიჯანი საპატიმროებში მყოფი მთიანყარაბაღელი ყოფილი ჩინოვნიკებისთვის "აკრძალული ფსიქოაქტიური მეთოდების" გამოყენებაში დაადანაშაულა.
ფაშინიანმა ეს განცხადება შაბათს, სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.
მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ოპოზიციის ბრალდებებზე იმის შესახებ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებდა აზერბაიჯანში დაკავებულების გათავისუფლებისთვის, რადგან ისინი მისი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. ფაშინიანმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მათ პოლიტიკურ ოპონენტებად არ თვლის.
"უფრო მეტიც, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომხდარი იწვევს არა მხოლოდ სერიოზულ შეშფოთებას, არამედ გამოყენებული იქნება რეგიონში ახალი ესკალაციების პროვოცირებისთვის", — განაცხადა მან.
მისი თქმით, მთავრობა "ცდილობს ამ პრობლემის ყველა არსებული საშუალებით მოგვარებას", და დასძინა, რომ ამჟამად არსებობენ "ზესახელმწიფოები, რომლებსაც მოქალაქეები ასეთივე მდგომარეობაში ჰყავთ და წლების განმავლობაში მათ დაბრუნებას ვერ ახერხებენ".
ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ფაშინიანის ბრალდებებს ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით "სრულიად უსაფუძვლო და სასაცილო" უწოდა.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანში პატიმართა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები დამოუკიდებლად იქნა გამოძიებული, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ და აღმოჩნდა, რომ ეს არის ცრუ".
"ცხადია, სომხური მხარის ასეთი განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ნერვიულობს სომხეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ომის დანაშაულებში ბრალდებულთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომლებსაც ისინი ოდესღაც ღიად უჭერდნენ მხარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის აქტისა და პოლიტიკის შესანარჩუნებლად", – ნათქვამია განცხადებაში.
17 იანვარს სასამართლოში დაიწყო აზერბაიჯანში დაპატიმრებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი თანამდებობის პირებისა და სხვა წარმომადგენლების საქმეების განხილვა.
მათ ბრალად ედებათ 2548 დანაშაული, მათ შორის გენოციდი, მონობა, ადამიანების იძულებითი გაუჩინარება, წამება, ტერორიზმის დაფინანსება და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები