ნათია მეზვრიშვილი — ივანიშვილს "მესიჯი" აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა
პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი Facebook-ზე საუბრობს გარემოებებზე, რომლებიც, მისი თქმით, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიაზე ბათუმში მომხდარი თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.
"როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილს მესიჯი აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა. ოცნების ბოლო დღეების პოზიციონირებაც ამას ადასტურებს. კარგია, რომ აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებს. თუმცა, გაძრომის საშუალებას არ მოგცემთ!
თავდასხმის დღიდან ინტენსიურ გამოძიებას ვაწარმოებთ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა. დაკვეთა — ივანიშვილის, აღსრულება — თავდამსხმელებთან ერთად სუს-ის და პოლიციის, შერატონ ბათუმის დახმარებით.
გახარიას მთელი დღის განმავლობაში სუს-ი და პოლიცია აკონტროლებდა.
თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ განლაგებულები შერატონ ბათუმის ლობიში, ბარის მხარეს და ელოდებოდნენ გახარია როდის შემოვიდოდა. შემოსვლის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.
მეტიც, ჩვენმა გამოძიებამ გაარკვია, რომ ოცნება წინასწარ იყო დალაგებული შერატონთან — 5 ვარსკვლავიან სასტუმროში თავდასხმის დროს არც რისეფშენი იყო და არც დაცვა. ამ წინასწარი გარიგების შედეგი იყო მათ შორის ის, რომ ბატონი ქორიძის ეპიზოდზე შერატონს პოლიციაში არ დაურეკავს.
უამრავი დეტალი გვაქვს დადგენილი როგორ და რატომ დააგვიანა პოლიციამ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს შერატონი, სუს-ის წარმომადგენელი, გაწმენდის მიზნით, როგორ უმოწმებდა ტელეფონებს შერატონის დაცვას, პოლიციამ იმავე ღამეს როგორ გაიტაცა უსაფრთხოების უფროსი (რომელიც კამერებზეა პასუხისმგებელი) და როგორ კოორდინირებულად მუშაობდა პროკურატურა და შერატონი კამერების ჩანაწერების მძევლად ასაყვანად. არც ის დაგვრჩენია ყურადღების მიღმა აჭარის მთავრობა როგორ მუშაობს შერატონის გენერალურ დირექტორთან და პროკურატურაში დალაგებულ ტექსტებს როგორ გვწერენ.
კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა", — წერს ნათია მეზვრიშვილი.
ინფორმაციისთვის, 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" შენობაში გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
კომენტარები